გადაცემას ”ავტორაცია” კომპანია ”Energy Group”-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი დავით მხეიძე ესტუმრა.
– ბატონო დავით, მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ, რას თავაზობთ ქართველ მომხმარებელს?
– კომპანია “Energy Group” უკვე 9 წელია ქართულ ბაზარზეა. ჩვენი მთავარი პროდუქტი არის ”რეინოლის” ზეთები. ჩვენ ასევე შემოგვაქვს ტაოტები, ჰიდრავლიკები, ავტომატიკის ზეთები, ანტიფრიზები. ზოგადად ყველაფერი, რაც მანქანის მოვლა-შენახვის საშუალებად გამოიყენება.
– რას წარმოადგენს კომპანია ”რეინოლი”, სად მდებარეობს ის ან რა სახის ზეთებს აწარმოებს?
– ეს კომპანია მდებარეობს ქალაქ დუისბურგში. ის ელფი და ტოტალის მიერ ომის შემდგომ პერიოდში შეიქმნა. როგორც წესი, ძირითადად საუდის არაბეთის ნავთობზე მუშაობს. არის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც არაერთ ცნობილ ბრენდს ამარაგებს.
– საინტერესოა, როგორ უნდა შევარჩიოთ ზეთი სწორად? როგორც წესი, არჩევანს ფასის მიხედვით ვაკეთებთ, ან ვენდობით იმ ადამიანებს, ვინც ზეთს ყიდიან. რას გვეტყვით თქვენ?
– არსებობს ავტომობილები, რომლებსაც კონკრეტული ზეთი სჭირდებათ. გეტყვით, რომ ზეთები სტანდარტის მიხედვით: სინთეტიკურ, ნახევრად სინთეტიკურ და მინერალურად იყოფა. აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ თავად ზეთს აწერია 2 ციფრი, პირველი – ზამთრის და მეორე ზაფხულის მაჩვენებელია. რაც უფრო დაბალია პირველი ციფრი, ზამთარში ის ზეთი თქვენს ძრავს უფრო სწრაფად შეზეთავს.
– გასაგებია, რომ თანდათან ვსწავლობთ ზეთის არჩევას. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ფასს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ, ვიდრე ხარისხს.
– ძალიან ბევრი ცნობილი ავტომობილების მწარმოებელი კომპანია თავად ითხოვს, რომ ზეთზე იყოს წარწერა, რომ მას აქვს ნებართვა ჩაისხას ამა თუ იმ კომპანიის ავტომობილში. მაგალითად, თუ გყავთ ”მერსედესი”, აუცილებლად უნდა ჩაასხათ ზეთი, რომელსაც აქვს ”მერსედესის” ნებართვა. ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ იქ მითითებული სტანდარტი თქვენი ავტომობილის სტანდარტის შესაბამისი იყოს.
– არის შემთხვევები, რომ თითქოს კარგი ხარისხის ზეთია, თუმცა რთულია მისი მოხმარება ამ ტემპერატურულ რეჟიმში. ამჩნევ, რომ მაგალითად ზეთი ძალიან გათხელებული, გაწყალებული არის. რა ახდენს ამაზე ზეგავლენას?
– ზეთს აქვს რამდენიმე მაჩვენებელი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი ტუტოვანი კოეფიციენტის მაჩვენებელი. მას ხედავს იმპორტიორი, რომელიც იღებს ზეთს. მაჩვენებელი სერთიფიკატზეა აღნიშნული. საქართველოში ეს კოეფიციენტი არ უნდა იყოს 7-ზე დაბალი. თუ ეს ასე არ იქნება, ეს ზეთი მიუხედავად იმისა, თუ რა ზეთია, ძალიან მალე გამოვა წყობიდან – გაწყალდება.
– რამდენად შეუძლია ჩვეულებრივ მომხარებელს ამ შემთხვევაში თავის დაზღვევა?
– როგორც წესი, ეს საბუთი ნებისმიერ იმპორტიორს უნდა ქონდეს, ამიტომ შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი ნახვა. ყველა ეს მაჩვენებელი ერთად, გვიხსნის თუ რამდენად ხარისხიანია ზეთი.
– ზეთთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე ფილტრს.
– ნებისმიერი მანქანას განსაზღვრული ფილტრი აქვს. ასევე არსებობს 4-5 ტიპის ე.წ. ”რეზბა”. შეიძლება, რომ ერთი მანქანის ფილტრი მიდიოდეს მეორე მანქანაზეც, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს იმ მანქანის ფილტრია. მომხმარებელს ვურჩევ, რომ დააყენოს ის ფილტრი, რომელიც კონკრტულად მათი ავტომობილისთვისაა განკუთვნილი.
– ხშირად ჩივიან, რომ გამოვცვალე ზეთი, ფილტრი და რომ ვქოქავ ზეთის მაჩვენებელი გვიან ქვრება.
– ეს იმის პირველი მაჩვენებელია, რომ ზეთი იცლება. ანუ კლაპანი, რომელიც აყენია ზეტის ფილტრში, აპარებს ზეთს. ან შეიძლება ეს კლაპანი საერთოდ არ უყენია. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყოთ.
– ჩვენ ვსაუბრობდით, რომ არის დიდი ხანგრძლივობის ზეთი, რომელმაც შესაძლოა დიდ ხანს იმუშაოს ძრავში და მერე გამოიცვალოს.
– დიახ, ჩვენ შემოგვაქვს ეს პროდუქტი. ეს არის S ჰაპედე და U ჰაპედე ზეთები. ანუ ზეთები, რომლებსაც აქვთ მინიმალური – 45 ათასი კილომეტრი და მაქსიმალური 150 ათასი გარბენი აქვთ. ეს პროდუქტი კონკრეტულად სატვირთო მანქანებისთვისაა განსაზღვრული. მათი გარბენი მინიმუმ 120 ათას კილომეტრს შეადგენს. საინტერესოა, რომ მათში ე.წ. ზეთის დაბერების საწინააღმდეგო სპეციალური შემადგენლობაა დამატებული.
– დაბოლოს ბატონო დავით, სად შეუძლიათ ჩვენს მსმენელებს თქვენი პოვნა?
– კომპანია “Energy Group”-ის მისამართია: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი, გლდანის გადასახვევთან. სულ მალე, ჩვენი კიდევ ერთი წარმომადგენლობა მტკვირს მარჯვენა სანაპიროზეც გაიხსნება.
აუდიოჩანაწერი