LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უყალიბდებათ ბავშვებს დასწავლის უნარ-ჩვევები – ნატა მეფარიშვილის რჩევები

264
ნატა-მეფარიშვილი

როგორ უნდა მოხდეს ბავშვებში დასწავლა, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა და პედაგოგებმა – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა ისაუბრა.

როგორ უყალიბდებათ ბავშვებს დასწავლის უნარ-ჩვევები?

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება დასწავლასთან დაკავშირებით ბავშვებს ოჯახებში უყალიბდებათ. ბავშვები სწავლობენ ყურებით და იმის მიხედვით, თუ როგორ ექცევიან მათ. ასევე ისინი სწავლობენ იქიდან, რაც ესმით და ეს პროცესი ფაქტობრივად დაბადებისთანავე იწყება.

  • დასწავლის მრავალი გზა არსებობს. ბავშვები სწავლობენ ცქერით, მოსმენით და განსაკუთრებით კი — კეთებით;
  • ყველა ბავშვი გადის განვითარების ეტაპებს, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ ისინი ამ ეტაპების გავლისას ინდივიდუალურები არიან. ასევე ბავშვები ერთმანეთისგან იმით განსხვავდებიან ,თუ რა დროს ანდომებენ თითოეული ეტაპის გავლას.
  • ბავშვები საუკეთესოდ დაისწავლიან გარემოში, რომელიც საინტერესოა, სადაც თავს დაცულად გრძნობენ და სადაც ისინი უყვართ;

ასე რომ უფროსებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ რომელი გარემოა ბავშვისთვის საუკეთესო და როგორ შეუწყონ ხელი იმას, რომ პატარები საუკეთესო მოსწავლეები იყვნენ.

როგორია საუკეთესო გარემო დასწავლისთვის?

  • შექმენით ისეთი გარემო, სადაც ბავშვი შეძლებს აღმოჩენების გაკეთებას, მოსინჯავს და ისწავლის ახალს, პრაქტიკაში განახორციელებს იმას, რაც ისწავლა და შეძლებს იმაზე საუბარს თუ რა ისწავლა და რისი გაკეთება შეუძლია. ასწავლეთ ბავშვებს დააკვირდნენ მოვლენებს, მოუსმინონ, იფიქრონ და დასვან შეკითხვები.
  • მიეცით ბავშვებს ბევრი დრო თამაშისთვის. თამაში მნიშვნელოვანია , რადგან ამ დროს ბავშვები იმეორებენ დასწავლილ უნარებს კვლავ და კვლავ.

სწავლის პროცესი მოსწავლისგან მოითხოვს  ყურადღება მიაქციოს მოვლენებს, განახორციელოს დაკვირვება, დაიხსომოს, გაიგოს. ამგვარი კოგნიტური პროცესების განხორციელება შეუძლებელია აქტიური სასწავლო გარემოს არსებობის და მოსწავლის მაქსიმალური ჩართულობის  გარეშე. უფროსები  უნდა დაეხმარონ ბავშვებს რომ მაქსიმალურად აქტიურები იყვნენ და დაიკმაყოფილონ ახლის შეცნობის ბუნებრივი მოთხოვნილება.

ამის მისაღწევად შემდეგის გათვალისწინება საჭირო:

  • თავიდან აიცილეთ სიტუაცია სადაც ბავშვი პასიური რჩება დიდი ხნის მანძილზე;
  • მოამარაგეთ პატარები ისეთი აქტივობებით, როგორებიცაა ექსპერიმენტები, დაკვირვება;
  • აუცილებლად გამოახატინეთ საკუთარი მოსაზრება მათ;
  • მოაწყვეთ ექსკურსიები, კლასგარეშე აქტივობები;
  • სასწავლო მიზნები აუცილებლად დააკავშირეთ ბავშვის ინტერესებთან, რადგან პატარები მოტივირებულნი იყვნენ

ვრცლად გადაცემა…