LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ უყურებენ ერთმანეთს, ყველაფერი ცხადია“ – ევა გრინი ვიდეოს ავრცელებს

546
page

დასავლური მედია ვენსან კასელისა და ევა გრინის გადასაღებ მოედანზე დაწყებული რომანის შესახებ აქტიურად წერს. მათ გასულ წელს ერთად ორ კინოპროექტზე იმუშავეს. პირველი გახლავთ  სტივენ ჰოპკინსის სერიალი, „კავშირი“, მეორე კი ისტორიული დრამა, „სამი მუშკეტერი“

როდის დაიწყო ვენსან კასელისა და ევა გრინის რომანი – ახალი დეტალები

ევა გრინმა რამდენიმე კვირის წინ „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, რომელიც ნიშანდობლივი და აქტუალური ახლა გახდა. ბლიც ინტერვიუში ისინი ბევრს იცინიან. მათ შორის მჭიდრო კავშირი თვალსაჩინოა.

„როგორ უყურებენ ერთმანეთს, ყველაფერი ცხადია ერთი შეხედვით“,  „საოცრად უხდებიან ერთმანეთს“, „ქიმია თვალშისაცემია“, – წერენ კომენტარებში.

აღფრთოვანებას ვერ მალავს პარტნიორის მიმართ თავად ვენსანიც. მან უკვე ევასთან გადაღებული არაერთი ფოტო გაავრცელა.

„გასულ წელს მე პატივი მხვდა ორჯერ მემუშავა კინო ინდუსტრიაში ყველაზე ნიჭიერ მსახიობთან. როდესაც შედეგი ვნახე, სიამაყის გრძნობა დამეუფლა“, – ასე დაასათაურა ფოტო კასელმა, სადაც ევასთან ერთად, „სამი მუშკეტერის“ გადასაღებ მოედანზე პოზირებს.

„როცა იცი, რომ უკვე დროა..“ – ტინა კუნაკისთან განშორების შემდეგ, ვენსან კასელი ფოტოებს ავრცელებს

 

View this post on Instagram

 

A post shared by Eva Green (@evagreenweb)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Eva Green (@evagreenweb)

 

View this post on Instagram

 

A post shared by VEENTZ (@vincentcassel)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები