LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვებრძოლოთ ლაქებს ზაფხულის შემდეგ – სილამაზის აკადემია

20
ქეთი-მაჭავარიანი

როგორ ვებრძოლოთ ლაქებს ზაფხულის შემდეგ – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ექიმმა კოსმეტოლოგმა ქეთი მაჭავარიანმა ისაუბრა.

რამდენად მნიშვნელოვანია დავუთმოთ დრო კანს ზაფხულის და რუჯის შემდეგ?

მზიანი ზაფხულის შემდეგ, კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. მნიშვნელოვანია ნამზეური კანის ზედაპირული ფენის აშრევება, რათა მოვაშოროთ მკვდარი, გარქოვანებული უჯრედები. ამისთვის არსებობს ისეთი პროცედურები, როგორიცაა ქიმიური პილინგები, სხვადასხვა სიმძლავრის, აპარატურული პროცედურები, რომლებიც დაგვეხმარება კანის განახლებაში.

რა მეთოდები არსებობს ლაქებთან ბრძოლისთვის?

კლინიკაში „ნუაჟე“ წარმოდგენილია ფართო სპექტრის აპარატურული, აპლიკაციური და ინექციური პროცედურები. აპარურულიდან ფოტოგაახალგაზრდავება ეხმარება ნამზეურის შემდეგ პიგმენტური ლაქების ალაგებას. ფრაქციული გაახალგაზრდავება ასევე მოქმედებს პიგმენტურ ლაქებზე, ასწორებს წვრილ ნაოჭებს და ასადავებს კანს, დადებითად მოქმედებს პოსტაკნე ნაწიბურებზე.

არ უნდა დაგვავიწყდეს ინექციური პროცედურები, შერჩეული კოქტეილებით. ასევე მნიშვნელოვანია ყოველდღიური რუტინა, სადაც გამოყენებული იქნება ც ვიტამინი და რეტინოლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები