რამდენად უჭირთ ადამიანებს ემოციების მართვა, როდის ხდება აგრესიული ადამიანი – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ისაუბრა.
როდის უჭირთ ადამიანებს ემოციების მართვა?
ადამიანებს შორის ურთიერთობა არის ემოციათა გაცვლა. თავად ემოცია არის ადამიანის არაცნობიერ ფსიქიკურში არსებილი უამრავი მოვლენის შედეგი, ეს შეიძლება იყოს აგრესიის ან კეთილგანწობის გამოხატვა. ემოციის მართვაზე პასუხისმგებელია ემოციური ინტელექტი-EQ. ემოციის აღქმა, გაგება, გამოხატვა ემოციური ინტელექტის უმთავრესი ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ ემოციის საფუძველს ტემპერამენტი წარმოადგენს, რომელიც მთელ რიგ ანატომიურ და ფიზიოლოგიურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული, პერსონალურად მისი მართვა მაინც შესაძლებელია. ამ მიმართულებით უდიდესი მნიშვნელობა აქვს პიროვნულ დონეზე აღზრდას, ტრადიციას, ზოგადად კი მაინც კულტურას.
ჩვენი ტემპერამენტი ჩვენს ხელთაა და ამას განაპირობებს კულტურა. მნიშვნელოვანია ტრადიციის როლი ემოციის რეგულირებაში. მაგალითისთვის გამახსენდა, ყურანი, სადაც წერია: ნუ ყვირი, რამეთუ ყველაზე უსიამოვნო ხმა სახედარს, ვირს აქვს. ეს ადამიანში გარკვეულ შემეკავებელ მექანიზმს ქმნის, ამ მექანიზმთან ინტეგრირება არის შინაგანი ძალის შეგრძნება. ურთიერთობა ისე არ წარიმართება, თუ მე ვერ შევძელი ემოციათა გაცვლა ისე, რომ მეორე ადამიანს თავისი ღირსება არ განვაცდევინე. ყველა ურთიერთობა კონსტრუქციულია, ემოციურად ჯანსაღი და გამართულია, როდესაც ჩემს მოსაუბრეს ჩემთან ურთიერთობაში თავის ღირსებას განვაცდევინებ, მაგრამ ამისთვის მე თავად უნდა მქონდეს ღირსება, ეს გამაჩნია აღზრდის, კულტურის, ტრადიციის შედეგად.
საზოგადოებას უჭირს ემოციების რეგულაცია, მრჩება განცდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ასეთი რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანი პერიოდი არ გვქონია. რაზე შეაჩერებთ არჩევანს ეს თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ ამავდროულად უმნიშვნელოვანესია გქონდეთ მასშაბური ხედვა. ვთქვათ ქირურგი აკეთებს კუჭის ოპერაციას, მეტაფიზიკური აზროვნებით, ადამიანი ხედავს, როგორ გაჭრა ქირურგმა მუცელი. მაგრამ რისთვის არის ეს ოპერაცია საჭირო, რატომ აკეთებს ამას ქირურგი, რომ ეს ადამიანის გადარჩენას ემსახურება, ამის გაცნობიერებაა მთავარი და მნიშვნელოვანი.
თუ სიყვარულით გახსნით ბაგებს, იქ აღარ გინდა ფიქრი, აღარ გინდა განსჯა, იქ შეფასებების გარეშე მოდის ურთიერთობის პოზიტიური იმპულსები.
როდის ხდება ადამიანი აგრესიული და როგორ ვმართოთ ბრაზი?
უკვე დიდი ხანია გაუცხოების თემაზე ლაპარაკობენ. ეს თანამედროვეობისათვის არის დამახასიათებელი. ადამიანი თავის შრომის შედეგთან არის დაშორებული, შრომის შედეგი აისახება მხოლოდ ფულში. ვერ ხედავს თავის როლს ამ ყველაფერში. ადრე ადამიანი ურემს როცა აკეთებდა, თვითონ უნდა წასულიყო ტყეში, მოეჭრა ხე, გამოეხმო, დაემუშავებინა, მჭედელთან თვითონ წასულიყო, შეხედავდა და თავისი ქმედების შედეგს ხედავდა.
ჩვენ მაშინ ვბრაზდებით, როცა ჩვენი ემოციის აღქმა და გაგება არ გაქვს, ან გამოხატვა არ შეგვიძლია, ეს არის ემოციური ინტელექტის პრობლემა. როცა მე გაბრაზებული მაგიდას დავატრიალებ, ხმას ავუწევ, უხეშად მოვიქცევი, ესე იგი მე ვერ გამოვხატავ ჩემს განცდას და აქედან გამომდინარე ვარ სხვაზე აგრესიით მიმართული. აგრესიის დროს ადამიანებისგან ვითხოვთ ისეთ რამეს, რომელსაც რეალობასთან და ადეკვატურობასთან საერთო არ აქვს, საკუთარ საქციელს კი არ ვაცნობიერებთ.
შვიდი რჩევა ნანა ჩაჩუასგან:
გადაცემის აუდიოჩანაწერი