LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვუმკურნალოს გრიპს და დავიცვათ თავი გართულებებისგან – ჰომეოპათი თინა თოფურია

2456
shuadge-cagareltan-ertad2020

გადაცემის ლაივი LIVE

პირველ თებერვალს რადიო „ფორტუნას“ ასტროლოგიურ გადაცემაში „შაბათის შუადღე მიხეილ ცაგარელთან ერთად“, ბატონმა მიხეილმა კარგად ნაცნობ სტუმარს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ჰომეოპათს ქალბატონ თინა თოფურიას უმასპინძლა და სწორედ მასთან ერთად ისაუბრა მეტად სახიფათო კორონავირუსზე, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და სერიოზულად დააფრთხო მედიკოსები.

– ქალბატონო თინა, უამრავი ჭორი დაბადა კორონა ვირუსის მასიურად გავრცელებამ. ამბობენ, თითქოს სახიფათო ვირუსი სპეციალურად შეიქმნა ბიოლოგიური ომის საწარმოებლად. თქვენ რას ფიქრობთ ამგვარ მოსაზრებაზე?  

– სიმართლე ვთქვა, ნაკლებად მჯერა მსგავსი შეთქმულების თეორიის, თუმცა, თუ ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა და გავრცელდა, მაშინ ქართველები მშვიდად უნდა ვიყოთ, რადგან როცა კაცობრიობის დიდი ნაწილის განადგურებასა და მხოლოდ „ოქროს მილიარდის“ შენარჩუნებაზეა საუბარი, საქართველოს 3-მილიონიანი მოსახლეობის მოსპობით არანაირი გლობალური პრობლემა არ გადაიჭრება. ე.წ. შეთქმულების მონაწილეები მხოლოდ მარავალრიცხოვან ერებს, პირველ რიგში ჩინელებს და ინდოელებს დაერევიან, ჩვენ კი, ნაკლებად მოგვაქცევენ ყურადღებას. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ნაკლებად მჯერა მსგავსი ბოროტი ზრახვების, რადგან ვირუსის მასშტაბურად გავრცელების შემთხვევაში, ვერც მისი შემქმნელები გადარჩებიან ცოცხალი. ამასთანავე, ძალიან კარგია თუ ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა, ამ შემთხვევაში მის შემქმნელებს ვაქცინაც ექნებათ, მით უფრო, თუ სამკურნალო საშუალების მასიურად გაყიდვა ვინმეს ბიზნეს ინტერესებშია. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ივნისის თვეში ერთ-ერთმა ინსტიტუტმა შეიძანა პატენტი ვაქცინაზე და აქტიურად შეუდგა მუშაობას, თუმცა, საუბარია ზოგადად კორონა ვირუსზე თავისი 20 სახეობით და არა კონკრეტულ შტამზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გაჩნდა. სხვათაშორის, კორონას ახალი შტამი რამდენიმე წლის წინ გავრცელებული A-ტიპიური პნევმონიის გამომწვევი ვირუსის იდენტურია, რომელთან ბრძოლის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს.

– თქვენი აზრით, რატომ გავრცელდა ვირუსი მაინცდამაინც ახლა?

– რა თქმა უნდა, ზუსტი პასუხი არავის აქვს, თუმცა გასათვალისწინებელია ძალიან აგრესიული ენერგეტიკული ფონი. მართალია, ბევრი ხუმრობს ბოროტ სულებზე, რომლებიც ღია ასტრალიდან შემოჰყვნენ ახალ წელს, მაგრამ სინამდვილეში, სულ არ გვაქვს საქმე საქილიკოდ.  სხვათაშორის, ახალ წლამდე ბრძენმა ტიბეტელებმა იწინასწარმეტყველეს 2020 წელს ნეგატიური ენერგეტიკის გავრცელება და მასშტაბური კატასტროფა, ამიტომ, ბავშვებთან, მოზარდებთან ერთად  ჩაატარეს რიტუალი და სიყვარულის მუხტი გაგზავნეს ასტრალში უარყოფითი ძალების გასანეიტრალებლად. დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ყველა დაავადება, მათ შორის გრიპიც ფსიქოსომატურია, ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანი განწყობა, რადგან რაც უფრო აგრესიული, დეპრესიული ან აპათიურია ადამიანი, მით უფრო მეტად იზიდავს ნეგატიურ ენერგიას. სხვათაშორის, თავისი ენერგეტიკული შეგრძნებით ვირუსი ცოცხალი ორგანიზმია, გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება და პლანეტის სრულუფლებიან წევრად ითვლება, მეტიც, ადამიანზე ადრე გაჩნდა და ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ როცა ცოცხალ სისტემას ემუქრება განადგურება, სხვების მსგავსად მასშიც იღვიძებს თვითგადარჩენის ინსტინქტი და რაც მეტს ვებრძვით, მით უფრო ძლიერდება და აგრესიული ხდება ანუ მუტაციას განიცდის.

– ფიქრობთ, არ ღირს ვირუსებთან ბრძოლა?

– რა თქმა უნდა ბრძოლა აუცილებელია. მაგალითად ბილ გეიტსმა მილიონები დახარჯა და რამდენიმე ინსტიტუტი ჩააბა ახალი ვირუსის ვაქცინაციის ძიებაში, თუმცა ჩვეულებრივ მოკვდავებს ბევრი არაფრი შეგვიძლია, მხოლოდ ლოკალური ბრძოლით უნდა შემოვიფარგლოთ, შევიარაღდეთ მოთმინებით და დაველოდოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გადაწყვეტილებას.

– სამწუხაროდ, ბოლო 9 თვის მანძილზე შავი მთვარე ანუ მაცდუნებელი ძალა თევზების – დეპრესიის მმართველ ნიშანში იყო, ცოტა ხნის წინ კი, აგრესიული ვერძის ნიშანში გადავიდა, ამიტომ საზოგადოებაში აშკარად იმატა დეპრესიამ და აგრესიამ,

– გეთანხმებით, ვირუსი სწორედ აგრესიულ ადამიანებს უტევს და იკვებება მათი ნეგატივით, მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანში ჩაბუდება კი, ნაკლებად აინტერესებს, რადგან იცის, რომ ძალიან გაუჭირდება გამრავლება. სხვათაშორის, დეპრესიულ ადამიანებს ყოველთვის სუსტი იმუნიტეტი აქვთ, რადგან იმუნიტეტი – სინამდვილეში, მხოლოდ ორგანიზმის პასუხია გაღიზიანებაზე. ამასთანავე, არსებობს სასიცოცხლო ძალა – ვიტალიტი. სწორედ ვიტალური ძალის გაძლიერებაა საჭირო, რომელსაც დეპრესია, უიმედობა, ურწმუნობა ასუსტებს და არაჩეულებრივ გარემოს უქმნის ვირუსს გავრცელებისთვის.

– როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსისგან?

– წლების წინ მასშტაბური პროგრამა მოვამზადეთ ე.წ. ქათმის გრიპისგან დასაცავად და ერთგვარი ინფორმაციული წამალი შევიმუშავეთ, რომელმაც ძალიან ეფექტურად იმუშავა. ზუსტად იმავეს თქმა შემიძლია ახლაც. ინფორმაცია კორონა ვირუსზე არ დევს ადამიანის გენომში, ამგვარი წამალი კი, პირველ რიგში ინფორმაციას აწვდის ორგანიზმს ვირუსის, როგორც მტრის შესახებ, რათა მისი შეღწევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აამუშავოს იმუნიტეტი და გამოუცხადოს ბრძოლა ბაქტერიებს. სამწუხაროდ, კორონა ვირუსის სიმპტომები საკმაოდ გვიან, მხოლოდ ორი კვირის შემდეგ ვლინდება, ანუ ბაქტერია ასწრებს ფილტვებში ჩაღწევას და პნევმონიად ქცევას. ჰომეოპათიაში უამრავი საპრევენციო საშუალება არსებობს, რომელიც  ორგანიზმს ამზადებს და იცავს ბაქტერიებისგან. რა თქმა უნდა, კორონა ვირუსის სამკურნალო წამალი არ გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ პროფილაქტიკური – ბრონქების და ფილტვების დამცავი საშუალებები, რომლებიც ადგილობრივ იმუნიტეტს აძლიერებენ და ანტიბაქტეოროლოგიური საშუალება, რომელიც მაღალი სიცხისას თავის ტვინს იცავს დაზიანებისგან.

– რას ურჩევთ მსმენელს, როგორ უმკურნალოს გრიპს, რათა დაიცვას თავი გართულებებისგან?

– პირველ რიგში, იმ შეცდომებს ავღნიშნავ, რომელთაც უმეტესობა უშვებს. მართალია, ნიორი ბაქტერიებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ საჭიროა მისი სწორად გამოყენება. კატეგორიულოდ იკრძალება ნივრის უზმოზე ან ძილის წინ გადაყლაპვა და დაღეჭვა, რადგან მისი ამგვარი მეთოდით მიღება ლორწოვანას აზიანებს და კუჭის წყლულს იწვევს. საჭირო ეფექტის მისაღებად, ნიორი უნდა დავჭყლიტოთ, დავასხათ ცოტა არაყი, 24 საათის შემდეგ კი, ნახევარ ჭიქა წყალში გაზავებული წავისვათ ტუჩებთან, ცხვირთან ან ყურს უკან. ძალიან პოპულარულია ნივრიანი ჩაიც მომაზადების მარტივი წესით – დაყენებულ (არა პაკეტის)

ჩაისი ჩაუშვით ნივრის ორი საშუალო ზომის გაჭყლეტილი კბილი, დაუმატეთ ცოტა შაქარი, რომელიც ამ შემთხვევაში წამლის კომპონენტია, 20 წუთი დააყენეთ შეფუთული, მერე კი, მიიღეთ დღეში რამდენჯერმე. არაყზე დაყენებული, წყალთან (1/3) გაზავებული ნივრით ფეხების დაზელვა უებარი საშუალებაა ბავშვებისთვის, რომელსაც პროცედურის შემდეგ აუცილებლად შალის ან ბამბის წინდა უნდა ჩააცვათ. ვირუსებისა და ბაქტერიებისგან სივრცის გასაწმენდად დაფნის და ევკალიპტის ფოთლის გამოყენება შეიძლება. პატარა ქვაბში მოთავსებულ 6-7 დაფნის ან ევკალიპტის ფოთლს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი და აადუღეთ, მერე კი, ქვაბი ოთახებში მოატარეთ, რათა ჰაერი არომატით გაიჟღინთოს. გრეიფრუტის, ლიმონის და ფორთოხლის კანის ოთახში დადებას დეზიმფექციის ეფექტი აქვს, მასობრივი თავშეყრის ადგილებში ბაქტერიებისგან თავის დასაცავად კი, მიხაკი ან დინდგელის მარცვლი დაღეჭეთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g