LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვუშველოთ შეშუპებასა და სიმძიმეს ფეხებში წამლების გარეშე – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

658
გიორგი-ღოღობერიძე

გადაცემის „მთავარი დიაგნოზი” წამყვანი, ექიმი გიორგი ღოღობერიძე ისეთ აქტუალურ თემაზე საუბრობს, როგორიცაა ფეხების შეშუპება და სიმძიმის შეგრძნება:

„პირველი ყველზე გავრცელებული მიზეზი, ეს არის ვენური უკმარისობა. ქვედა კიდურების ვენებს აქვთ რთული მისია, სისხლი უნდა მოძრაობდეს ქვემოდან ზემოთ, ეს საკმაოდ რთული საქმეა, ამაში მას კუნთები უნდა მიეხმაროს. კუნთების შეკუმშვა იწვევს ვენებში არსებული სისხლის ასროლას ზემოთ. ამიტომ ხდება, რომ სიმძიმის განცდა ძირითადად აწუხეთ ქალბატონებს 50 წელს ზემოთ, რისი მთავარი მიზეზიც, ესტროგენების ნაკლებობაა.

ასევე დიდი რისკია ჭარბი წონა, როცა ადამიანს აქვს პასიური მოძრაობა.

ცუდი ფაქტორია მოწევაც, თამბაქოს კვამლი ხელს უშლის ვენების სწორ ფუნქციონირებას, ამიტომ მწეველებში ხშირია კიდურებში სიმძიმის განცდა.

ასევე ადამიანები, ვისაც ხანგრძლივად უწევთ ფეხზე დგომა, პროფესიიდან გამომდინარე, მათაც ხშირად აწუხებთ კიდურებში სიმძიმის განცდა, განსაკუთრებით საღამოს საათებში.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს უწყობს ვენური უკმარისობის განვითარებას.

ასევე შესაძლოა მიზეზი იყოს ძალიან მოტკეცილი და ტანზე მომდგარი ტანისამოსი.

ახლა რაც ეხება რჩევებს:

პირველ რიგში აუცილებლად უნდა გაზარდოთ ფიზიკური აქტივობა, რადგან ჩონჩხის კუნთების შეკუმშვა არის ის, რაც ამოძრავებს სისხლს ქვემო კიდურებში, სცადეთ, ყოველდღე ნახევარი საათი მაინც ირბინოთ და სულ არ დაგჭირდებათ წამალი. წამალი გამოსავალი არ არის.

თუ სამსახურიდან გამომდინარე დიდხანს გიწევთ ფეხზე დგომა, ეცადეთ ადგილზევე ბევრი იმოძრაოთ.

ძალიან ეფექტური მეთოდია, წამოდგომა ფეხის თითებზე, სასურველია ეს ყოველ ნახევარ საათში გააკეთოთ.

თუ მოტკეცილ სამოსს იცვამთ, ის უნდა იყოს მომდგარი არა სხეულის ზემოთ, არამედ ქვემოთ, წვივების მიდამოში.

ეცადეთ საღამოს სახლში მისვლისას, წამოწვეთ და ფეხები გქონდეთ გულზე მაღალ პოზიციაზე, რათა სისხლის დაგუბებას შეუშალოთ ხელი

ეცადეთ მაქსიმალურად დააქვეითოთ წონა“ – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

 

? შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება და სპაზმი ფეხებში | გიორგი ღოღობერიძის რჩევები

? შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება და სპაზმი ფეხებში | გიორგი ღოღობერიძის რჩევები

Posted by მთავარი დიაგნოზი on Sunday, June 4, 2023

 

მუცლის შებერილობის ძირითადი მიზეზები – გიორგი ღოღობერიძე საინტერესო რჩევებს გვიზიარებს

თუ ამ 9 სიმპტომიდან 5-ს უჩივი, ესე იგი თქვენ დეპრესია გაქვთ – გიორგი ღოღობერიძე

გიორგი ღოღობერიძე გვასწავლის, როგორ ვუშველოთ მაღალ წნევას, ქოლესტერინს, ჭარბ წონას, დაბალ იმუნიტეტსა და გულის აჩქარებას მედიკამენტების გარეშე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g