LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ტელეფონზე გირეკავს ევროკომისარი და გეუბნება – „ხვალ გკლავენ ძმაო“… უბრალოდ, კობახიძეს ეშინია ყველაფრის როგორც ჩანს, საკუთარი ჩრდილისაც და დააყრანტალა მსგავსი სისულელე – ალეკო ელისაშვილი“

206
ალეკო ელისააშვილი

„კობახიძე ტყუილში ამხილა თვითონ ვარჰეიმ, რომელიც არის ევროკომისარი და რომელიც მანამდე იყო კობახიძის და “ქართული ოცნების” ერთადერთი მოკავშირე. მასზე ისეთი სისულელე თქვა კობახიძემ, აი, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ტელეფონზე გირეკავს ევროკომისარი და გეუბნება – „ხვალ გკლავენ ძმაო“. ასეთ სისულელეს ხომ ვერაფრით წარმოიდგენ“ – ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატი, სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა – პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ.

ელისაშვილის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილმა „გუშინ უბრალოდ აბუჩად აიგდო კობახიძე და თქვა, რომ ასეთ სისულელეებზე გამოძიებას არ დავიწყებთო“

„კობახიძე ტყუილში ამხილა თვითონ ვარჰეიმ, რომელიც არის ევროკომისარი და რომელიც მანამდე იყო კობახიძის და „ქართული ოცნების” ერთადერთი მოკავშირე. მასზე ისეთი სისულელე თქვა კობახიძემ, აი, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ტელეფონზე გირეკავს ევროკომისარი და გეუბნება – „ხვალ გკლავენ ძმაო“. ასეთ სისულელეს ხომ ვერაფრით წარმოიდგენ. შეიძლება ჩამოხვიდე და ყურში ჩასჩურჩულო. ტელეფონზე რომ ურეკავ, როდესაც ყველაფერი გისმენს და ყველაფერი უნდა შეინახო პროტოკოლით. ასეთ სისულელეს, რა თქმა უნდა, არ ეტყოდა. უბრალოდ, კობახიძეს ეშინია ყველაფრის როგორც ჩანს, საკუთარი ჩრდილისაც და დააყრანტალა მსგავსი სისულელე. ეს უკვე უარყო თვითონ ვარჰეიმ და თქვა, რომ მსგავსი არაფერი არ მითქვამსო.

[გრიგოლ] ლილუაშვილმა გუშინ უბრალოდ აბუჩად აიგდო კობახიძე თავის შიშებიანად და სისულელეებიანად. თქვა, რომ ასეთ სისულელეებზე გამოძიებას არ დავიწყებთო. აბუჩად აიგდო იმიტომ, რომ ისეთი სასაცილო გახდა კობახიძე, ხან ირანში ჩადის და კუბოს ურტყამს თავს, თვითონ არ იცის ვისი და რამის, აღა მაჰმად ხანის საფლავიც მოილოცა, ისეთი არეულ-დარეულია. მერე, კაცს [ოლივერ ვარჰეის] ისეთი რაღაც დააბრალა, რომ წარმოუდგენელია უბრალოდ რომ მომხდარიყო. შესაბამისად იმკის იმას, რასაც თესავს”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, “სამართლებრივ სივრცეში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, [პრემიერის] განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს”.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, ირაკლი კობახიძის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. 

„კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ –  ნათქვამი იყო მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, პრევენციის მიზნით, პრემიერმა თავი ვალდებულად მიიჩნია, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიეწოდებინა.

ირაკლი კობახიძე: ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა – ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g