ვიდეორგოლში, რომელიც Daily Mail-მა გაავრცელა, ჩანს ბავშვი, რომელიც „ალლაჰ აკბარ“-ის შეძახილების ფონზე მავთულხლართების ქვეშ მიცოცავს.
შეშინებული ბავშვი შიშისგან ყვირის, თუმცა ცოცვას განაგრძობს, ტერორისტები კი მას „ეხმარებიან“ გადალახოს დაბრკოლებები და თან ბავშვის მიმართულებით, მისი თავიდან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით მიწას ცეცხლსასროლ იარაღს ესვრიან, ნებისმიერი ასხლეტილი ტყვია, შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს.
ვიდეო, სავარაუდოდ, ერაყში, ან სირიაშია გადაღებული. დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ ბავშვი ფეხზე დგება და მორიგი ტყვია მას ოდნავ სცდება.
https://www.youtube.com/watch?v=JAhDqRekelE
