LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ჩანს, ცესკო გამიზნულად არ ნიშნავს ახალარჩეული საკრებულოს სხდომებს – რა განცხადებას ავრცელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე

56
Untitled design - 2021-11-26T130957.774

ზუგდიდში საკრებულოსთან დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ განცხადებას ავრცელებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა პრობლემებს ასახელებს, რომელის საკრებულოს ნაჩქარევ გადაწყვეტილება შეიცავს:

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ გადაწყვიტა, ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, დაჩქარებული წესით განიხილოს ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი და მიიღოს იგი.
✅ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, 2017 წლის მოწვევის საკრებულოს აღნიშნული ნაჩქარევი გადაწყვეტილება რამდენიმე პრობლემას შეიცავს:
? ახალარჩეულ საკრებულოში პოლიტიკური ძალების ახალი შემადგენლობა და პროპორციაა. შესაბამისად, ბიუჯეტის საკითხის გარშემო შესაძლო დისკუსია იქნებოდა საშუალება ადგილზე პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობისთვის.
? ძველი საკრებულოს ეს ინიციატივა ფაქტიურად პრემიერ მინისტრის იმ განცხადების გაგრძელებაა, სადაც იგი მიუთითებდა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში “ქართული ოცნებაა” და მათ გარეშე ოპოზიცია ადგილობრივ დონეზე “ნაბიჯს ვერ გადადგამდა”.
? როგორც ჩანს, ცესკო გამიზნულად არ ნიშნავს ახალარჩეული საკრებულოს სხდომებს, საკრებულოს მსგავსი პროცესების წარმართვის შესაძლებლობას აძლევს.
? შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებით მმართველი პარტია ცდილობს, თავი დაიზღვიოს, რადგან საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა ისეთი კონფიგურაციააა, როდესაც საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ, შესაძლოა, ვერ დაამტკიცოს ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტი. თუ საკრებულო 2022 წლის 1 აპრილამდე ვერ მიიღებს ბიუჯეტს, მთავრობა საკრებულოს და მერს ვადამდე შეუწყვეტს უფლებამოსილებას.
❕ ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლისა და 2017 წლის მოწვევის საკრებულოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება ხელს უშლის ახალარჩეულ საკრებულოს, რომ შეასრულოს თავისი ფუნქცია. ეს დღეს ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გააპროტესტა ახალარჩეული საკრებულოს 4 წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, თუმცა ისინი სხდომათა დარბაზიდან საპატრულო პოლიციამ ძალის გამოყენებით გააძევა.
? მნიშვნელოვანია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დროულად დანიშნოს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა, რათა მას მიეცეს საქმიანობის წარმართვის, მათ შორის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისა თუ დამტკიცების შესაძლებლობა, და ახალარჩეული საკრებულოს წევრები სრულფასოვნად ჩაერთონ პროცესებში“. – ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭირვალობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დღეს ზუგდიდსა და ბათუმში ქალაქის ბიუჯეტი ხმაურის ფონზე დაამტკიცეს.

ანა წითლიძე – “პოლიციამ თითიც მომატეხა, საღოლ ძმებო”

ენმ-ს დეპუტატმა ბათუმის საკრებულოს სხდომის ჩაშლის მიზნით მძაფრსუნიანი ნივთიერება დაღვარა

“გადი აქედან კორონას ნუ ავრცელებ… შენ თვითონ ხარ კორონა” – დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე

პროტესტის მიუხედავად, ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g