“ბატონმა გახარიამ, როგორც ჩანს, მეორედ თქვა უარი თვალების დათხრაზე, ხორცების ამოგლეჯაზე, დარბევასა და ძალადობაზე.” – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, 20 ივნისის ტრაგედია გახარიას დიდხანს გაყვება მძიმე დამღად.
ნიკა მელიას თქმით, გიორგი გახარიამ, როგორც ჩანს, მეორედ აღარ გარისკა, რაც მისასალმებელია:
“ბატონმა გახარიამ, როგორც ჩანს, მეორედ თქვა უარი თვალების დათხრაზე, ხორცების ამოგლეჯაზე, დარბევასა და ძალადობაზე, იმიტომ, რომ 20 ივნისის ტრაგედია, მისდა სამწუხაროდ, ძალიან დიდხანს, თუ სულ არა, ძალიან მძიმე დამრად გაყვება. ეს არ იყო ჩევეულებრივი ტრაგედია ჩვენი ერისთვის, მით უმეტეს, შეიცავდა სახელმწიფოებრივ საფრთეებს.
ამ ადამიანმა, როგორც ჩანს, მეორედ არ გარისკა და ამან განაპირობა ის განცხადება, რაც მან გააკეთა და აქ მისასალმებელი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გათავისუფლდება იმ მძიმე დანაშაულისგან, რომელიც ჩაიდინა, ეს მასზე იქნება დამოკიდებული.” – განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.