LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მე ყველასთან კონტაქტისთვის ღია ვარ… ცხადია, დღეს საქართველოს პრემიერთან კონტაქტი გვექნება“ – ალენ ბერსე 

114
ირაკლი კობახიძე, ალენ ბერსე

„როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მე ყველასთან კონტაქტისთვის ღია ვარ. ცხადია, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონტაქტი გვექნება“, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა კითხვაზე, „დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაცია ექნება თუ არა“.

მისი თქმით, საქართველო ევროპის საბჭოს წევრია. „ეს ნიშნავს, რომ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წინაშე ვალდებულება აიღო, რაც დიდი პასუხისმგებლობაა“

„საქართველო ევროპის საბჭოს წევრია. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წინაშე ვალდებულება აიღო. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენც დიდი მოლოდინები გვაქვს. ეს ნიშნავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების აღსრულებას, ყოველთვის კონტაქტში ყოფნას და ყოველთვის ერთად მუშაობას“, – განაცხადა ალან ბერსემ.

კითხვაზე, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაცია ექნება თუ არა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა დადებითი პასუხი გასცა.

„როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მე ყველასთან კონტაქტისთვის ღია ვარ. ცხადია, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონტაქტი გვექნება“, – აღნიშნა ბერსემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g