LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც გერმანელებმა მოაშორეს „ნაციონალ-სოციალისტები“ თავის დროზე საკუთარ ქვეყანას ძალიან მარტივად და მკაცრად, ასევე უნდა მოვაშოროთ ჩვენ ეს უბედურება, „კოლექტიური ნაცმოძრაობა” ჩვენს ქვეყანას“ – ირაკლი კობახიძე

140
ირაკლი კობახიძე

როგორც გერმანელებმა მოაშორეს „ნაციონალ-სოციალისტები“ თავის დროზე საკუთარ ქვეყანას ძალიან მარტივად და მკაცრად, ასევე უნდა მოვაშოროთ ჩვენ ეს უბედურება, „კოლექტიური ნაცმოძრაობა” ჩვენს ქვეყანას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში.

„პარტიაში ჰყავთ ადამიანი, რომელიც საქართველოს უჩიოდა ცხინვალის დაბომბვასთან დაკავშირებით, ანა ნაცვლიშვილიც და ანა დოლიძეც, ორი ადამიანი, რომელიც საქართველოს უჩიოდა, ანუ მხარს უჭერდა რუსეთის, რეალურად, სარჩელს საქართველოს წინააღმდეგ. ასეთი ადამიანები ჰყავთ და აქვთ რაღაც პრეტენზია, რომ ბარიერი უნდა გადალახონ.

ელისაშვილი ჰყავს საკუთარ პარტიაში ხაზარაძეს, რომელსაც კაცობის ნატამალი არ აქვს, თქვენ იცით მისი ქმედებები და ა.შ. დანარჩენი კომიკური სახეები, აღარ მინდა გვარების ჩამოთვლა, როგორ შეიძლება, აქაც იგივე კითხვა უნდა დაისვას, როგორ შეიძლება ასეთმა ადამიანებმა თუნდაც ერთი ხმა მიიღონ.

რა თქმა უნდა, ყველა საზოგადოებაში, ასე არის, როგორც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებაში ასეთმა პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს ბარიერის გადალახვა. „ნაცმოძრაობა” რომ ლახავს ბარიერს, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ ერთი რამეც შეიძლება ითქვას, იგივე გერმანია, იცით, რამხელა კულტურის ქვეყანაა, გერმანიაში რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში ჰიტლერის პარტია 1945 წლის შემდეგ, ისინიც აიღებდნენ დაახლოებით 15-20%-ს. ეს ყველა საზოგადოებაში ხდება და არ არის ქართული საზოგადოების განსაკუთრებული პრობლემა, მაგრამ ეს უბედურება საბოლოოდ უნდა მოვაშოროთ ჩვენ, როგორც გერმანელებმა მოაშორეს თავის დროზე უბედურება, ძალიან მარტივად და მკაცრად, საკუთარ ქვეყანას, ასევე უნდა მოვაშოროთ ჩვენ ეს უბედურება, „კოლექტიური ნაცმოძრაობა” ჩვენს ქვეყანას.

თქვენ წარმოიდგინეთ, გერმანელებს რომ დაეტოვებინათ და არ აეკრძალათ „ნაციონალ-სოციალისტები“ 40-იანი წლების შემდეგ, მუდმივ უბედურებაში იქნებოდა ეს ქვეყანა. ამაზე ვსაუბრობთ ზუსტად ჩვენ, არ შეიძლება ქვეყანა დავტოვოთ მუდმივ უბედურებაში. არ შეიძლება ასეთი ოდიოზური ადამიანები, რომლებიც ასეთი განცხადებებით გამოდიან, საკუთარ ქვეყანას უჩივიან და ა.შ. იყვნენ პოლიტიკური სისტემის ნაწილი. უბრალოდ არ შეიძლება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g