გადაცემას „რადიო დუეტი თაკოსთან ერთად“ ყველასათვის საყვარელი მომღერალი ოთო ნემსაძე სტუმრობდა, მასთან ერთად კი იმყოფება მუსიკოსი, ზაზა ქოქრაშვილი, ახალი სიმღერის პრემიერით ”დაგვათენდა”.
როგორი იყო თქვენთვის პანდემიის პერიოდი?
პირველ რიგში, ყველას მოგესალმებით. მიხარია თქვენთან ყოფნა, როდესაც ვმგზავრობ ხშირად გისმენთ. დიდი ხანია ზაზასთან ერთად ვაკეთებ ალბომს, იყო ბევრი პრობლემა, რადგან არის ყველა ცოცხალი სიმღერა. ვფიქრობთ, რომ დღევანდელ სცენას ახალი ენერგეტიკა და მუხტი აკლია, ჩვენ ზუსტად ამ ნიშას შევავსებთ. როგორც იქნა მე, ოთო ნემსაძე, ვაკეთებ იმას, რაც დიდი ხანია მინდა. ჩვენ ჯგუფს ჰქვია ”Limbo music”, რომელიც დაკომპლექტებულია უნიჭიერესი მუსიკოსებით, ძალიან მალე ვგეგმავთ უმაგრეს კონცერტებს. რა თქმა უნდა, კორონამ უკან დაგვწია და ხელი შეგვიშალა, თუმცა ვერ მოგვერია.
ვის ეკუთვნის ამ პროექტის იდეა?
ალბომის იდეა მეკუთვნოდა მე და თავად მივედი ზაზასთან, თუმცა ზაზა რომ არ ყოფილიყო, ეს იდეაც არ მომივიდოდა თავში. დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. სიმღერას, რომელსაც დღეს დავაპრემიერებთ სწორედ მაშინდელი ჩაწერილია, ახლა კი შემოგთავაზებთ განახლებულ ვერსიას.
ზაზა ქოქრაშვილი
რამდენიმე დღის წინ ტაქსიში ვიჯექი და ამ სიმღერის ძველი ვერსია მოვისმინე. ვიფიქრე, ხომ არ მომესმა-მეთქი, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ალბომში იქნება 10 სიმღერა, ვგეგმავდით 12 სიმღერას, თუმცა ორი სიმღერა ამოვიღეთ და იმ ორს მომდევნო ალბომში შევიტანთ.
აპირებ თუ არა სამომავლოდ რომელიმე პროექტში მონაწილეობის მიღებას?
ოთო ნემსაძე
იქედან გამომდინარე, რომ პროექტ ”ჯეოსტარის” გამარჯვებული გავხდი ორჯერ, საქართველოში აღარ მივიღებ მონაწილეობას რომელიმე პროექტში, რადგან უკვე სირცხვილია (იცინის). ბევრ კარგ პროექტზეა საუბარი, ერთ-ერთი კი არის ბრიტანული ”voice”. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მეგობრებმა მითხრეს, რომ ჩემი მუსიკა უნდა ვაკეთო და კონკურსებს შევეშვა. ალბომში შესული ნაწილი სიმღერების ტექსტი სანდრო ლორთქიფანიძისაა. ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებული მადლობა მუსიკოსებს და მათ ვინც გვერდში დაგვიდგა. ორ სტუდიასთან გვაქვს კონტაქტი. ერთი არის ბეთხოს აუდიო ლაბორატორია, ალბომი კი დასრულდა აჩიკო ბედიაშვილთან. 8 სიმღერა ეკუთვნის ზაზას, ერთი მე და ერთიც ზურა მოსიავას.
ახლო მომავალში ხომ არ გეგმავთ ალბომის პრეზენტაციას?
ამ ეტაპზე გაწერილი არ არის არაფერი, რადგან ველოდებით ვიდეორგოლს, რომელსაც ძალიან ცნობილი უკრაინელი რეჟისორები იღებენ. ის თქვენი ჰოლდინგის ექსკლუზივი იქნება, რადგან ძალიან მიყვარხართ. არ იქნება მარტო კლიპი, ეს იქნება პატარა ფილმი. გადავიღებთ საქართველოში, როგორც კი ფრენები გაიხსნება. ასევე უკრაინაში იგეგმება კონცერტები, აუცილებლად ყველაფერს წინასწარ დავაანონსებ.
შენი რეპერტუარიდან რომელი სიმღერაა მსმენელისთვის განსაკუთრებული?
ალბათ მეგაჰიტი არის ”ფიქრების ზღვა”, მიხარია, რომ ყველანაირი ასაკი და თაობა უსმენს.
ახლა კი ვისაუბროთ სიმღერაზე ”დაგვათენდა”, რომელსაც დავაპრემიერებთ ჩვენი ეთერის საშუალებით?
ტექსტი და მუსიკა ეკუთვნის ზაზა ქოქრაშვილს, არანჟირება არის “Limbo music”-ის. სიმღერა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩაიწერა აჩიკო ბედიაშვილთან და ბეთხოს აუდიო ლაბორატორიაში.
ოთო ნემსაძე – დაგვათენდა
გადაცემის სრული ჩანაწერი
ოთო ნემსაძე & ზაზა ქოქრაშვილი – ყველაფერი უკეთ იქნება
ოთო ნემსაძე. “კი ან არა”
ოთო ნემსაძე & ზაზა ქოქრაშვილი – სრული გადაცემა