LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც კარგი მეგობრები, რომლებსაც თავისუფლება უყვართ, მე და მელია მზიან საქართველოში შეხვედრაზე შევთანხმდით: პავილიონისი

64
Untitled design (8)

“მე და ნიკა მელია შევთანხმდით ზაფხულში, მზიან საქართველოში შეხვედრაზე, როგორც კარგი ძველი მეგობრები, რომლებსაც უყვართ თავისუფლება და სჯერათ, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდება.” – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

ჟიგიმანტას პავილიონისი აღნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ტელეფონით ესაუბრა და ნიკა მელიამ მხარდაჭერისთვის მას მადლობა გადაუხდა:

“მე ტელეფონით ვესაუბრე ციხიდან გათავისუფლებულ, საქართველოს ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას, რომელმაც გულწრფელი მადლობა გადაუხადა ლიტვას მხარდაჭერისთვის. მან ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და აშშ-ს უმაღლესი დონის ოპოზიციური პროცესის მობილიზებისთვის და იმისთვის, რომ საქართველო დასავლეთის დედაქალაქების ყურადღების ცენტრში მოექცა.

ჩვენ შევთანხმდით ზაფხულში, მზიან საქართველოში შეხვედრაზე, როგორც კარგი ძველი მეგობრები, რომლებსაც უყვართ თავისუფლება და სჯერათ, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდება.” – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g