LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც კი 16 წლის გახდებოდა, მილანის სააგენტო ელოდებოდა.. რატომ ასეთი უსამართლობა..“ – თაკო ჩხეიძე გარდაცვლილ მოდელს, მარიშა გვიდიანს ემოციური პოსტებით ემშვიდობება

884
fot (1)

„ჯეომოდელსის“ დამფუძნებელი, თაკო ჩხეიძე კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ულამაზესი მოდელის, მარიშა გვიდანის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

თაკო ჩხეიძე მარიშას ფოტოს ავრცელებს და წერს:

„ვაფრენ ამ გოგოზე, რატომ ასეთი უსამართლობა.. როგორც კი 16 წლის გახდებოდა, მილანის სააგენტო ელოდებოდა, საოცარი მომავლის გოგო“, – წერს „ჯეომოდელსის“ დამფუძნებელი.

„ნასვამი მძღოლი დაეჯახა ტროტუარზე.. ერთი კვირა აპარატზე იყო მიერთებული.. 15 წლის იყო, საოცარი ხასიათის, უნიჭიერესი..“ – მოდელი მარიშა გვიდანი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

„ფორტუნასთან“ სააგენტოს წარმომადგენელი, მოდელის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის ადგილზე ჩაბარდა პოლიციას.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა. როგორც „ფორტუნას“ სააგენტოს წარმომადგენელმა განუცხადა, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მარიშა გვიდანი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. ის მართვითი სუნთქვით აპარატზე იყო მიერთებული, თუმცა ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„გამიფრინდა ჩემი ანგელოზი“ – მოდელი მარიშა გვიდანი გარდაიცვალა

„ეს ანგელოზი ბავშვი შეიწირა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა.. ასე გადაწყვიტა 15 წლის მარიშას ბედი“ – სააგენტო „Geomodels Agency“ გარდაცვლილი მოდელის ოჯახს უსამძიმრებს

თაკო ჩხეიძე: „ჩვენი ლამაზი, ლაღი, ცხოვრების მოყვარული, ულამაზესი სულის პატრონი მარიშა… არაფხიზელ მდგომარეობაში საჭის მართვას ეწირებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები!!“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები