ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი, რომელიც მეორე ბავშვს ელოდება, გამომწერებს რჩევებს უზიარებს.
მისი თქმით, ვინც ვარჯიშობდა ორსულობის დროს არ უნდა გაჩერდეს და მცირე დატვირთვით აუცილებლად უნდა ივარჯიშოს.
„მეორე ტრიმესტრში მოძრაობების გაკეთება ცოტა უფრო რთულია, მაგრამ აუცილებელია გავაგრძელო ვარჯიში! როგორც კი ჩავაგდებ დღეებს საღამოობით შეშუპება მეწყება ფეხების და ხელის თითების..
ყველაფერს 10-10 ჯერ ვიმეორებ და შესვენებებით 3 წრეს ვაკეთებ!
ჩემო ორსულო გამომწერებო, თუ აქამდეც ვარჯიშობდით არ გაჩერდეთ, აუცილებლად გააგრძელეთ მსუბუქი დატვირთვა.. თუნდაც იარეთ ფეხით 30 წუთი, ან უარი თქვით ლიფტზე და ისარგებლეთ კიბეებით.. ასე ბევრად მსუბუქად და მოქნილად იგრძნობთ თავს“. – წერს ქეთი ხატიაშვილი.