ისრაელში მცხოვრები ქართველი ია შამელაძე, რომელიც თელ-ავივში, ბენ-გურიონის აეროპორტში მუშაობს, “რუსთავი 2-ს” ეთერში აცხადებს, რომ აეროპორტში განგაშის დროს ყველაფერი ჩერდება და ხალხი ბუნკერში ჩადის. მისივე განცხადებით, ქვეყანაში აეროპორტებში უსაფრთხოების სამსახური უმაღლეს დონეზე მუშაობს.
როგორც კი განგაშის ხმა ისმის, იმ წუთასვე აბსოლუტურად ყველაფერი ჩერდება აეროპორტში, ყველა ჩავდივართ ბუნკერში
ისრაელში ფრენების რაოდენობა მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ შეაჩერა. შეცვლილია დაფრენის ადგილმდებარეობა.
პირდაპირ ვარდებოდა აეროპორტში და გაანეიტრალეს.
როგორც ისრაელში მცხოვრები ქართველი ყვება, “რკინის გუმბათმა” შეძლო აეროპორტის თავზე ორი რაკეტის განადგურება.
“როგორც კი განგაშის ხმა ისმის, იმ წუთასვე აბსოლუტურად ყველაფერი ჩერდება აეროპორტში, ყველა ჩავდივართ ბუნკერში, დაბლა. ვინც მიფრინავს, ისინი არც ბარგს კიდებენ ხელს, ყველაფერი რჩება ზემოთ, ხალხი ჩარბის კიბეებზე, დაბლა, ბუნკერში. დრო რომ გავა, ისევ ბრუნდებიან, ყველაფერი თავის ადგილზეა; მობილიზებულია ყველაფერი, უსაფრთხოების სამსახური უმაღლეს დონეზეა აეროპორტში,” – ამბობს ია შამელაძე.