LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც კი სააკაშვილმა უკანონო გზით გადმოკვეთა უკრაინის საზღვარი, მომენტალურად ცხადი გახდა, რომ უკრაინა არა თუ მხარდამჭერია ჩვენი ევროპული გზის, არამედ წინააღმდეგი” – გია ვოლსკი

137
გია ვოლსკი

როგორც კი სააკაშვილმა უკანონო გზით გადმოკვეთა უკრაინის საზღვარი, მომენტალურად ცხადი გახდა, რომ უკრაინა არა თუ მხარდამჭერია ჩვენი ევროპული გზის, არამედ წინააღმდეგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას“ განუცხადა.

„როგორც კი სააკაშვილმა უკანონო გზით გადმოკვეთა უკრაინის საზღვარი, რასაკვირველია, მომენტალურად ცხადი გახდა, რომ უკრაინა არა თუ მხარდამჭერია ჩვენი ევროპული გზის, არამედ წინააღმდეგია, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს არსებული ხელისუფლების წარმატება ჩაითვლებოდა იმ გეგმის საწინააღმდეგოდ, რაც უკრაინას გააჩნდა.

პრაგმატულია გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ე.წ. გლობალური ომის მხარდამჭერ ძალებში, სადაც უკრაინა წამყვან როლს თამაშობს თავისი პოზიციით. მას აქვს ასეთი პოზიცია, რომ საქართველოს ამ საომარ ვითარებაში ჩართვა, სწორედაც ისაა, რაც მის ამოცანასა და გეგმას წაადგება. რასაკვირველია, უკრაინის სიტყვას, მოთხოვნას, თუნდაც კაპრიზს ამ შემთხვევაში გარკვეული წონა გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g