LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც კი შეატყვეს, რომ თავად ამერიკაშიც უკვე საზოგადოება ფიქრობს პრეზიდენტად, დიდი ალბათობით, ტრამპი გავა, მოვიხედეთ და „რესპუბლიკელების“ ყრილობაზე აღმოჩნდა, სადაც, 12-14 საათში უღალატა უკვე ბაიდენს და ჩაეხუტა ტრამპს ბოკუჩავა“ – მაჭარაშვილი ბოკუჩავაზე

238
გურამ მაჭარაშვილი თინა ბოკუჩავა

„ბოკუჩავა და მთლიანად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტრამპს და ორბანს მოიხსენიებდნენ, როგორც პუტინის მხარდამჭერებს და პუტინისტებს“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „დიდ შარში არიან როგორც ძველი, ისე ახალი „ნაცმოძრაობა“

„როგორც კი შეატყვეს, რომ თავად ამერიკაშიც უკვე საზოგადოება ფიქრობს პრეზიდენტად, დიდი ალბათობით, ტრამპი გავა, მოვიხედეთ და „რესპუბლიკელების“ ყრილობაზე აღმოჩნდა, სადაც, სადღაც 12-14 საათში უღალატა უკვე ბაიდენს და ჩაეხუტა ტრამპს ბოკუჩავა.როდესაც შენ ამბობ, რომ არ გინდა მშვიდობა და გინდა ომი, ტრამპი იყო მშვიდობის მომხრე. ტრამპი იყო და არის მომხრე ტრადიციების და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია და ახლა რა უნდა უპასუხოს ბოკუჩავამ დანარჩენ უცხოურ ძალებს? არის მომხრე, თუ არ არის მომხრე მშვიდობის. არის მომხრე, თუ არ არის მომხრე ტრადიციების და არის თუ არა წინააღმდეგი ლგბტ პროპაგანდის. დიდ შარში არიან როგორც ძველი, ისე ახალი „ნაცმოძრაობა“ – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე იმყოფებოდა, სადაც დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებზე „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს:

„რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე ოფიციალურად წარადგინეს დონალდ ტრამპი, როგორც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. მან თავის სიტყვაში ისაუბრა საქართველოზე, 2008 წელს როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენს ტერიტორიაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში მას ექნება ძალიან მკაცრი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ვამაყობ, რომ საქართველოს სახელით ჩვენ შეგვეძლო, რომ ვყოფილიყავით აქ და ორი დღის განმავლობაში ჩაგვეტარებინა უამრავი მნიშვნელოვანი შეხვედრა „რესპუბლიკელ“ „ლიდერშიფთან” – განაცხადა ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები