LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც კი თავს ცუდად ვგრძნობ, მაშინვე შევდივარ ვენახში და ვაზი 10 წუთში მავიწყებს ყველა ნეგატივს… ჩემი მიზანია, ადამიანებს მივცე მოტივაცია, რომ მიწას დაუბრუნდნენ…“ – მაკა ძაგანიას ქალაქის ცხოვრება აღარ მოსწონს

146
6b87d08d-784d-4785-916c-03b635240cb8

მაკა ძაგანია ჟურნალ „სარკესთან“ (1-ლი ოქტომბერის ნომერი) საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ მოსწონს ქალაქგარეთ ცხოვრება და ვენახში მუშაობა:

„სოციალურმა ქსელებმა ჩამინაცვლა პროფესიაც და სერიალიც. ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის ჩავწერთ ვიდეოებს. „იუთუბიც“ ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ჩემი მიზანია, ადამიანებს მივცე მოტივაცია, რომ მიწას დაუბრუნდნენ. რაც უფრო მეტი ადამიანი დაუბრუნდება მიწას, მით უფრო ძლიერი ქვეყანა ვიქნებით.

როცა თბილისში ვარ, ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები უკან… ჩემი სოფელი მეძახის. ქალაქის ქაოსი, გამონაბოლქვი, ხმაური ჩემთვის უკვე უცხოა, ვერ ვეგუები. ჩემი ეზო-კარიდან გამოსული არ ვარ, რომ უკვე აქაურობა მეძახის.

როგორც კი თავს ცუდად ვგრძნობ, მაშინვე შევდივარ ვენახში და ვაზი 10 წუთში მავიწყებს ყველა ნეგატივს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g