LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც კი უსამართლობას ვგრძნობ, იმ ადგილიდან მივდივარ, ჩუმად ა უსიტყვოდ და რაც მთავარია, სამუდამოდ“ – თათია შარანგია გამომწერებს პასუხობს

386
BeFunky-collage123412 3 4sdf (4)

პიანისტი და გადაცემის „სთორი“ ავტორი თათია შარანგია სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს: კითხვაზე – თავს როგორ გრძნობს და რატომ არ აქტიურობს, თათია შარანგია პასუხობს: „კარგად ვარ, ნელ-ნელა ვუბრუნდები ჩემს თავს და აქტიურ ცხოვრებას“.

კიდევ ერთი გამომწერის კითხვაზე- „როგორ იქცევით, როცა უსამართლოდ გექცევიან“,-თათიას პასუხი ასეთია: „ყველაზე ცუდი შეგრძნებაა.. მე ვპატიობ ყველაფერს მანამ, სანამ დაუმსახურებლად არ ჩამარტყამენ ზურგში დანას. როგორც კი უსამართლობას ვგრძნობ, იმ ადგილიდან მივდივარ, ჩუმად ა უსიტყვოდ და რაც მთავარია, სამუდამოდ. და როცა ვხედავ სხვას ექცევიან უსამართლოდ, იქ უკონტროლო ვხდები“, – წერს თათია შარანგია.  

„მე გადავშალე ახალი წიგნი.. ამ წიგნის ფურცლებს არავის შევახებ და არავის დავაბინძურებინებ, აქ მე ვარ, ჩემი შვილები და სიყვარულით სავსე მომავალი“ – თათია შარანგია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g