LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე არ და ვერ მოხდება „ჩანჩურების რევოლუცია“: ლადო ბოჟაძე ოპოზიციაზე

62
ვლადიმერ ბოჟაძე

„როგორც მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე არ და ვერ  მოხდება „ჩანჩურების რევოლუცია,“ აი, სწორედ ამ შანსის მოსპობას არ პატიობს „პროდასავლური ოპოზიცია“ დასავლეთს და „ქართულ ოცნებას!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ლადო ბოჟაძე წერს.

მისი შეფასებით, ჩვენი „პროდასავლური“ ოპოზიცია დასავლეთიდან კრიტიკის ქარცეცხლს, ზეწოლას და სანქციებს ელოდა, თუმცა ჩვენი პარტნიორების რეაქცია, იმედგაცრუებაც და წუხილიც სრულიად სამართლიანად ეხებოდა შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომომწერ თუ არ მომწერ პოლიტიკურ პარტიებს ანუ ყველა ჩართულ მხარეს.

„როგორც ჩანს ოპოზიციასა და „კრიტიკულ მედიას“ კიდევ ერთი საბაბი მიეცათ გულმხურვალედ გააკრიტიკონ ამერიკა და ევროკავშირი, მათი რეაქციები ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, გადაწყვეტილება – შეასრულოს ყველა მიმდინარე და დაგეგმილი ვალდებულება გარდა 43%-ის დათქმისა, რამაც ქვეყანას კიდევ ერთი რევოლუციური სცენარის, ქაოსისა და დესტაბილიზაციის საფრთხე აარიდა,“ – წერს ლადო ბოჟაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g