მსახიობი ემა უოტსონი პირადზე მედიასთან თითქმის არ საუბრობს. ერთადერთი, რაც მასზე ვიცით, არის ის, რომ ახალგაზრდა მსახიობი ბიზნესმენ ლეო რობინტონს ხვდება. 30 წლის მსახიობი და მისი რჩეული პაპარაცებმე ამჯერად ლონდონში, პრიმროუზ ჰილის ჰარკში გადაიღეს. რომანტიკულ ფოტოებზე წყვილი ზუსტად ისეთ სკამზე ზის, როგორც ჯულია რობერთსისა და ჰიუ გრანტის გმირები გახმაურებული ფილმიდან „ნოთინგ ჰილი“.
ცნობილია, რომ წყვილი 2019 წლიდან ერთადაა, მათი ურთიერთობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა პაპარაცებს დროდადრო აქვთ შესაძლებლობა ისინი ერთად გადაიღონ. ახალ ფოტოებზე ემა უიტსონი შავ პალტოსა და ნაცრისფერ შარვალშია გამოწყობილი, ხელში კი „გუჩის“ ყვითელი ჩანთა უჭირავს.