LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც, ძალიან ცუდია, არ არის კარგი, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ რომ გაილახონ“ – კობახიძე

219
BeFunky-collage

„მე როგორც ვიცი, გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც, ძალიან ცუდია, ეს არ არის კარგი, მაგრამ ამას ითხოვენ ამდენი თვეების განმავლობაში“, – ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.

პარლამენტში ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე გიორგი ვაშაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ამასთან, ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელებს თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„ისინი არიან ჯაშუშები, აგენტები, დავალების შემსრულებლები. ვაშაძე ადეიშვილის მოადგილე იყო. ხომ ყველამ იცით, რომ ვაშაძე ადეიშვილის მოადგილე, სისხლიანი მინისტრის მოადგილე იყო, რომელიც სასამართლო სისტემას ადამიანების დასჯისთვის, რეპრესიებისთვის, ბიზნესის რეკეტისთვის იყენებდა. რომ მოდის და ჩვენ მიმართ რაღაც სიტყვებს იძახის არ უნდა უკვირდეს ის აგრესია, რომელიც მიიღო.

რა თქმა უნდა, სამწუხაროა! მე როგორც ვიცი გაილახა ვაშაძეც და მისი ზოგიერთი მეგობარიც, ძალიან ცუდია, არ არის კარგი, მაგრამ ამას ითხოვენ თვეების განმავლობაში, ყველაფერს აკეთებენ რომ გაილახონ. ასეთი პროცესები წავიდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენი გუნდის წევრებს თავშეკავებისთვის. რთულია, ადეიშვილის მოადგილე რომ გეძახის რუსს და პასუხი არ უნდა გასცე, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო: „ნუ კივი, ბიჭო“ – პარლამენტის ფოიეში, „ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხელჩართული ჩხუბია

ვიდეო: „რატომ იცავთ რუსეთის მოქალაქეს?.. ნუ მეჭიდავებით“ – მანდატურებმა გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g