LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც ყოველთვის ჩემი თხოვნა შეასრულა, იბრძოლა და დაბრუნდა“ – რას წერს მამა თეიმურაზ ქორიძის მეუღლე

7956
ფორტუნა (12)

29 წლის მამა თეიმურაზ ქორიძის შესახებ გავრცელებულმა ამბავმა არაერთი ადამიანი გააერთიანა სოციალურ ქსელში.

საუბარია 30 სექტემბერს, ბესიკ გამყრელიძის მიერ გავრცელებულ პოსტზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ახალგაზრდა მოძღვარი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზს ფილტვების დაზიანება ჰქონდა.

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამა თეიმურაზ ქორიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ინფორმაციას მისი მეუღლე, რუსკა ზაბახიძე უზიარებს მოქალაქეებს.

„როგორც ყოველთვის ჩემი თხოვნა შეასრულა, იბრძოლა და დაბრუნდა.

ძალიან დიდი მადლობა ყველას ასეთი სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის, უდიდესი ძალა ხართ“. – წერს რუსკა ზაბახიძე.

მამა თეიმურაზ ქორიძე 2016 წლიდან ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის მღვდელმსახურია.

 

როგორც ყოველთვის ჩემი თხოვნა შეასრულა , იბრძოლა და დაბრუნდა ☺️ ?‍?‍?‍?

ძალიან დიდი
მადლობა ყველას ესეთი სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის ???უდიდესი ძალა ხართ?

Posted by Ruska Zabakhidze on Sunday, October 22, 2023

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები