LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდი გველის უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი

789
fotolia-tcsaba-thermometer-blue-sky

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-15 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

„12-15 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 14-15 აგვისტოს ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ტემპერატურულ რეჟიმს საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის სამხეთ-დასავლეთიდან, სითბოს ინტენსიური გადმოტანა განსაზღვრავს. ჰაერის ტემპერატურა 12-13 აგვისტოს საქართველოს დაბლობში, ბარსა და მთაში +28, +33, ხოლო 14-15 აგვისტოს +32, +37 გრადუსია მოსალოდნელი“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, თბილისში უნალექო და თბილი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g