LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდი გველოდება უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსის პროგნოზი

462
2026-04-05_00-08-26_673307

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

„მომდევნო დღეებში ქვეყნის მასშტაბით ცა კვლავ ღრუბლიანი იქნება. პერიოდულად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა საშუალო მაჩვენებელზე დაბალი დარჩება და უახლოეს პერიოდში სტაბილური, მზიანი ამინდი არ არის მოსალოდნელი.

მიუხედავად იმისა, რომ წვიმა ხანმოკლე იქნება და არა ინტენსიური, ძლიერი ქარი და დაბალი ტემპერატურა საერთო სურათს უფრო მკაცრს გახდის.

მე მჯერა- თუნდაც ღრუბლებში, სადღაც ყოველთვის იმალება ფერადი რკალი, რომელიც სიხარულს მოგიტანთ“, – წერს კობა ფარტენაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g