ახალი წლის დღეებში საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კარგი ამინდი 1 იანვრამდე შენარჩუნდება და ჰაერის ტემპერატურა დღისით, დასავლეთ საქართველოში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოში კი +7, +12 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების ცნობით, ახალი წლის ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში კი მოთოვს.
აღმოსავლეთ საქართველოში 1 იანვრის შუადღემდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 1 იანვარს დღისით დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით.
2-3 იანვარსაც დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება, შედარებით აცივდება, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უნალექო ამინდი 2022 წლის 4 იანვრამდე შენარჩუნდება.
ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამის საათებში 0, -1, ხოლო დღის საათებში +9, +11 გრადუსის ფარგლებში იქნება.
2-3 იანვარს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა კი 2-3 გრადუსით დაიკლებს.