LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 24 დეკემბრიდან – რას ამბობს მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე

842
ამინდი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე 24 დეკემბრიდან საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

მეტეოროლოგი ამბობს, რომ ამ პერიოდში საქართველოში არასტაბილური ამინდებია მოსალოდნელი:

„24 დეკემბრიდან საქართველოში არასტაბილური ამინდებია მოსალოდნელი, დასავლეთში ყველგან იწვიმებს და აღმოსავლეთში ზოგან, არსებულთან შედარებით ტემპერატურა დაიკლებს, ზამთრის კურორტებზე ითოვებს.
წლის ბოლო დღეების პროგნოზი ამჟამად გაურკვეველია.
სჯობს საახალწლო დღეების ამინდის შესახებ დეტალურად რამდენიმე დღეში ვისაუბროთ, როდესაც პროგნოზები უფრო სტაბილური და ზუსტი გახდება“, – წერს კობა ფარტენაძე.

24 დეკემბრიდან საქართველოში არასტაბილური ამინდებია მოსალოდნელი, დასავლეთში ყველგან იწვიმებს და აღმოსავლეთში ზოგან,…

Posted by Koba Fartenadze on კვირა, 21 დეკემბერი, 2025


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g