LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდი იქნება საქართველოში პირველ ნოემბრამდე

51
ყუოლყტ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

27 და 30 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება. დანარჩენ დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

1-ლი ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში 27 და 30 ოქტომბერს შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება, დანარჩენ დღეებში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 1-ლი ნოემბრიდან კიდევ 4-5 გრადუსით დათბება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g