LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

135
ამინდის პროგნოზი

დღეს, 24 აპრილს, ხუთშაბათს საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ.

ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +20, +25°, სანაპირო რაიონებში +14, +19°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +18, +23°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +13, +18°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს  რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა.

ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +19, +24°; მაღალ მთაში ღამით +3, +8°, დღისით +15, +20°.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g