LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

1875
წვიმიანი ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 7 მაისს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში უმეტეს რაიონში წვიმა. დასავლეთის 10-15მ/წმ. დასავლეთის 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +13°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +10, +15°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +6, +11°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან ძლიერი, ღამით ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +6, +11°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +10, +15°; მაღალმთაში ღამით -1, +4°, დღისით +5, +10°.

თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დღის მეორე ნახევრიდან ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +10°, დღისით +17°.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები