LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

507
229796091-2019-09-10-08-46-43-858084

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბრამდე საქართველოში კვლავ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 14 ნოემბერს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მოიღრუბლება და შედარებით აცივდება.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 11-13 ნოემბერს +15, +20, ხოლო 14 ნოემბერს +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 11-13 ნოემბერს +17, +20 გრადუსი დაფიქსირდება. 14 ნოემბერს მოიღრუბლება, ტემპერატურა 13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები