LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდი იქნება ახალ წელს ?

648
amindi

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, 29 დე­კემ­ბრი­დან კი­დევ უფრო აცივ­დე­ბა.

„აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში ამ პე­რი­ო­დი­დან თოვ­ლი უფრო მე­ტად არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­სა და სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში თოვ­ლის ალ­ბა­თო­ბა ნაკ­ლე­ბია, იქ უფრო თოვ­ლჭყა­პია მო­სა­ლოდ­ნე­ლი 29 დე­კემ­ბრი­დან“, – ამბობს სვეტლანა ნიორაძე „ამბები.ჯი“-სთან ინტერვიუში.

რაც შეეხება სხვა დღეებს, საქართველოში 27-28 დეკემბერს ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.

„26 და 27 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი: დაბლობში – წვიმის სახით, ხოლო მთაში და მაღალ მთაში – თოვლის სახით. ზოგან შესაძლოა ძლიერადაც მოთოვოს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ნალექი იქნება უმეტესად თოვლის სახით; ბარში შესაძლოა აღინიშნოს თოვლჭყაპი, ზოგან წვიმა და ზოგან თოვლი. აი, ასეთი ამინდია მოსალოდნელი.

28 დეკემბერს დღისით ამინდი ცოტა დაწყნარდება, თუმცა შემდგომში კვლავ განახლდება. 31 დეკემბრის ჩათვლით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი“, – ამბობს სვეტლანა ნიორაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g