LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორი ბედნიერი იყავი ამ დღეს, ბოლო კადრი გულს მიკლავს, ხშირად ემშვიდობებოდი მაგ ჟესტით ყველას, გვანიშნებდი რამეს ჩემო სიცოცხლე?“ – რა კადრებს აქვეყნებს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

541
მეგი ჯაიანი

14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე ემსხვერპლა.

მეგი ჯაიანის და, ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და დას ემოციურად მიმართავს.

ვიდეო: „ბევრმა მომწერა, რომ ეს ჩიტი მთელი დღე სადარბაზოს არ მოსცილებია დაკრძალვამდე და დაკრძალვის მერეც, მამიკომ კარი ღია დაგიტოვა, გაფრინდეს, ცოდოაო, თვალებში შეგციცინებდა, იქნებ რამე უნდა და მანიშნოსო“ – რა კადრებს აქვეყნებს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

„ეს ვიდეო როგორ ავაწყე მე ვიცი.. ცრემლები თავისით მოდის, რომ გიყურებ როგორ გიხაროდა სიცოცხლე, როგორი ბედნიერი იყავი ამ დღეს.. მე ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ მოასწარი ტკბილი მოგონებების შეგროვება და უბედნიერესი იყავი ამ დღეს.

მაგრამ ბოლო კადრი გულს მიკლავს, მტკივა უსაშველოდ.. გული გიგრძნობდა, მეგიკუნა? პირველი კადრი არ იყო დამშვიდობების სადარბაზოდან, ხშირად ემშვიდობებოდი მაგ ჟესტით ყველას.. გვანიშნებდი რამეს ჩემო სიცოცხლე?…

მტკივა ყველაფერი, მტკივა უშენობა, მტკივა, რომ ვერ დაგეხმარე ვერაფრით… შანსი რომ მქონდეს და არჩევანი, დაუფიქრებლად გაგიცვლიდი ადგილს, ხომ იცი.. მთელი ცხოვრება ხელჩაკიდებულებს უნდა გვევლო, მეგიკუნა, მთელი ცხოვრება შენი ნანატრი და ვიქნები! ჩემს სულს ნახევარი ნაწილი ააცალეს, რომელსაც ვერ დავიბრუნებ ვერასდროს, სიცარიელე მაქვს გულში, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვერ შემივსებს..

ისევ ერთი კითხვა მაქვს.. რატომ ღმერთო? ნუთუ ასე ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი დისთვის ცხოვრება?! ყველას ახსოვხარ ენერგიული, სიცოცხლით სავსე, ცხოვრება რომ ძალიან უხაროდა, მაგრამ არ გაცადეს მეგიკუნა, არ გაცადეს! გამომგლიჯეს შენი თავი ხელებიდან, მეგიკუნა…“ – წერს მეგი ჯაიანის და, ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში.

„ჩვენს ყოველ შეკრებას მეგი ამხიარულებდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით. რომ წარმოვიდგენ მის ყოველ ქცევას, ამა თუ იმ სიტუაციაში რას გააკეთებდა, ჩამეღიმება… არავინ არ იცის როდის მაგრამ ერთ დღესაც აუცილებლად შევხვდებით… შენს მიერ გამოწვეულ სიცარიელეს ჩემს გულში, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეავსებს!“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოში 14 ივნისს მოხდა – ბათუმიდან სარფის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა სამი გოგო, დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ 2 ადამიანი.

„ბათუმო ვიზიარებ…სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები“ – აჭარაში დაღუპული გოგონების შესახებ ემოციური პოსტი ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g