LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და “ნაციონალებს” ეხვეწება, შემოდითო – ლევან იოსელიანი

92
ლევან-იოსელიანი

“ადგილების ცვლილება და მარჯვნიდან მარცხნივ გადმოჯდომა საკმარისი არ არის, რომ ამომრჩეველმა ოპოზიციონერად აღგიქვას – საჭიროა, ეს საკუთარი გამოსვლების სიმწვავითა და კრიტიკით დაამტკიცო,”- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ამასთან იოსელიანმა აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება კომიკურია.

“დღეს საინტერესო სტატუსი ვნახე – როგორი დრო დადგა, “ქართული ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და “ნაციონალებს” ეხვეწება, შემოდითო. ასეთი კომიკური სიტუაციაა. მათ მანდატები “ქართული ოცნების” ხარჯზე აქვთ მიღებული, მგონი, ეს არც სადაოა და ამას არც უარყოფებენ”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g