LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ფასებია საქართველოს სასტუმროებში – PMC კვლევითი ცენტრი

70

PMC კვლევითი ცენტრი საქართველოში სასტუმროების საშუალო ფასებს აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, ივლისში 3* სასტუმროს საშუალო ფასი 148 ლარია, 4* – 254 ლარი, ხოლო 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს საშუალო ფასი კი – 455 ლარი.

3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასები რეგიონებს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში (180 ლარი) და აჭარაში  (156 ლარი) დაფიქსირდა.

როგორც PMC კვლევითი ცენტრში აცხადებენ, ივლისში აღნიშნული რეგიონების 3* სასტუმროების საშუალო ფასმა, ბოლო ათი თვის (ოქტომბერი – ივლისი) მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის კი, დაბალი ფასებით ქვემო ქართლი (89 ლარი) და იმერეთი (110 ლარით) გამოირჩეოდა.

რაც შეეხება 4 * სასტუმროებს, აქ ყველაზე მაღალი საშუალო ფასები სამცხე-ჯავახეთში  (297 ლარი) და კახეთში (289 ლარი) დაფიქსირდა.

ამასთან, კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ივლისში, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის 4* სასტუმროების საშუალო ფასმა, ბოლო ათი თვის მაქსიმუმს მიაღწია. ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით სამეგრელო-ზემო სვანეთი (155 ლარი) და იმერეთი  (219 ლარი) გამოირჩეოდა.

კვლევა საოჯახო ტიპის სასტუმროებსაც მოიცავდა და მისი საშუალო ფასი ივლისში 72 ლარით განისაზღვრა.

ივლისში, ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლში (148 ლარი) და აჭარაში (92 ლარი) დაფიქსირდა.

ამასთან, გასულ თვეში აჭარის საოჯახო ტიპის სასტუმროს საშუალო ფასმა ბოლო ათი თვის მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო ქვემო ქართლში, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი 2017 წლის ნოემბერში დაფიქსირდა.

საოჯახო ტიპის სასტუმროებს შორის ყველაზე დაბალი საშუალო ფასები დაფიქსირდა იმერეთსა (58 ლარი) და კახეთში  (62 ლარი).

ანალიზი booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3, 4, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) მოიცავს.

Airbnb -ზე ყველაზე მაღალი ფასები ბინებზე ბათუმში ფიქსირდება. PMC კვლევითი ცენტრის მიხედვით, airbnb-ზე ბინების საშუალო ფასი (ივლისი) საქართველოში $45-ია.

საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქს შორის კი ყველაზე მაღალი საშუალო ფასი სწორედ ბათუმში დაფიქსირდა-$50. რაც შეეხება სხვა თვითმმართველ ქალაქებს ის ასე გამოიყურება:

თბილისი-$43, ფოთი-$35, ქუთაისი-$30, რუსთავი-$20.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g