ასტროლოგი და ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა გადაცემაში „დღის პოსტი“ საუბრობს თემაზე, თუ როგორი იქნება 2026 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.
ვერძი – საკმაოდ საინტერესო პერიოდია. საკუთარ თავთან ბალანსში უნდა იყოს. აუცილებელია დისციპლინა. შეგიძლიათ საკმაოდ კარგად გამოიყენებთ მიმდინარე წლის პერიოდი. არ გაფანტოთ ფინანსები და ენერგია.
კურო – მოუწევთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა. თუ გამოვლენ ძალიან კარგი პერიოდი გელით. ენერგიები შემოდის, ამიტომ უნდა გადადგან თამამად ნაბიჯები. წლის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდი იქნება.
ტყუპები – კარგი პერიოდია ფინანსური მიმართულებით. მოულოდნელობებით სავსე წელი ელოდებათ. კარგი პერიოდია ფინანსური რესურსების გაზრდისთვის. წლის პირველ ნახევარში დაიწყეთ საქმეები, მეორე ნახევარში კი შედეგს დადებთ. მოსალოდნელია ახალი კონტაქტები.
კირჩხიბი – წლის პირველი ნახევრის ფავორიტები არიან, რადგან იუპიტერი თქვენ ზოდიაქოს ნიშანშია. იყავით თამამები და აქტიურები. გამოდით კომფორტის ზონიდან.
ლომი – წლის მეორე ნახევარი იქნება საუკეთესო. ივლისის შემდეგ. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს წელი რადგან შანსების წელი გაქვთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ გათქვათ გეგმები.
ქალწული – გადადგით ნაბიჯები, შეცვალეთ ხედვა და ახალი შემოიტანეთ ახალი ენერგიები ცხოვრებაში. გამოდით რუტინიდან. განახორციელეთ ცვლილებები. კარგი პერიოდი იქნება მაშინ, როცა წარსულზე არ იფიქრებთ.
სასწორი – საინტერესო პერიოდია. მთავარია საკუთარ თავში ჩადოთ რესურსი. წლის პირველ ნახევარში აქტიურები იქნებით, ამიტომ სწორად დაგეგმეთ საქმეები. მეორე ნახევარი შედარებით მშვიდი იქნება. პასუხისმგებლობები აიღეთ. გამოაჩინეთ ლიდერის თვისებები.
მორიელი – შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. წელს პარტნიორულ ურთიერთობებში წარმატება გელით. მოსალოდნელია ქორწინებაც. გტოვებთ ლილიტი და ის შებოჭილობა რაც ხელს გიშლიდათ, მოგეხსნებათ. მთავარია სრულიად გამოიყენოთ პოტენციალი. იყავით თამამები.
მშვილდოსანი – უნდა იყოთ ყურადღებით და ფრთხილად. ლილიტი თქვენთან გადმოდის. ფინანსებთან და საქმიან ურთიერთობებთან წინდახედულები უნდა იყოთ.
თხის რქა – წლის პირველი ნახევარი საკმაოდ კარგია. 14 სექტემბრის შემდეგ თხის რქაში გადადის ლილიტი და მეორე ნახევარი შედარებით მძიმე იქნება. ვალდებულებების გადახდას წლის პირველ ნახევარში შეძლებთ.
მერწყული – მომდევნო წლის პირველი ნახევარი გამოიყენეთ დასალაგებლად, გასააზრებლად ტრანსფორმაციისთვის. მეორე ნახევარში გადადგით თამამი ნაბიჯები.
თევზები – კარგი პერიოდი იქნება თუ გადადგამთ თამამ ნაბიჯებს და იქნებით ლიდერები. მეტი ამბიცია უნდა გამოიჩინოთ. იყავით თავდაჯერებულები. იზრდება ინტუიცია. მოუსმინეთ გულს.
