LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება ახალი Infiniti QX60 – პირველი გამოსახულება გავრცელდა

58
infinitinewsstp

კომპანია Infiniti კონცეპტუალური QX60 Monograph–ის პრემიერისთვის ემზადება. სიახლის პრეზენტაცია ონლაინ რეჟიმში, 25 სექტემებრს გაიმართება, მანამდე კი იაპონურმა ბრენდმა შოუ–ქარის პირველი გამოსახულება გაავრცელა.

QX60 Monograph ეს არის Infiniti–ს დიზაინერების ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს მომავლის მდიდრული კროსოვერი. პირველ თიზერში წინა ოპტიკის ნაწილი, ფარების ფორმა და ლოგოტიპი ჩანს. ასევე, მიუხედავად გავრცელებული ტრენდისა, სიახლემ არა გარეთა კამერები არამედ ტრადიციული სარკეები მიიღო.

QX60 ბრენდის ხაზში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. მხოლოდ აშშ–ს ტერიტორიაზე 2020 წლის მეორე ნახევარში 3 ათასზე მეტი კროსოვერის რეალიზება მოესწრო. ერთადერთი მოდელი რომელიც კიდევ უფრო მოთხოვნადია, არის QX50 მის შემთხვევაში გაყიდვები 4.9 ათასს აჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები