ახალი თაობის Porsche 718 შესაძლოა მთლიანად ელექტრონული გახდეს, რამაც დიზაინერებს მთელი ფანტაზიის გამოყენების საშუალება მისცა.
მაგალითად, ესტონელმა დიზაინერმა რაინ პრისკმა ეგზოტიკური ორკარიანი მოდელი შექმნა. მოდურ ავტომობილს სახელად Porsche Mission ეწოდა და მის ვიზუალში ბრენდის ოთხი მოდელის, ისეთის როგორიცაა– Taycan თუ Panamera Sport Tursimo–ს ამოცნობაა შესაძლებელი. უკანა განათება დიოდის ხაზებით შეიცვალა, რამაც ავტომობილი ვიზუალურად უფრო დიდი გამოაჩინა.
არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ „პორშეში“ სერიოზულად ფიქრობენ მსუბუქი და კომპაქტური სპორტქარის შექმნაზე, რომელსაც ელექტრონული აგრეგატი ექნება. სავარაუდოდ, ელექტრონულ ძრავს 718–ის „ოჯახობიდან“ რომელიმე მანქანა მიიღებს, თორე 911–ის ელექტროფიკაცია ზედმეტად რადიკალური გადაწყვეტილება იქნებოდა.
ასე რომ, იდეას ბრენდის წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ და თუ რას გადაწყვეტენ მომავალში გაირკვევა.
