კომპანია Bentley „მწვანე“ ავტომობილების სეგმენტის ასათვისებლად ემზადება. გამოცემა Autocar–ის ინფორმაციით, ელექტრონული ხაზის პირველი მოდელი მდიდრული სედანი იქნება და მისი დებიუტი 2025 წელზე ადრე არ შედგება.
სედანის შემდეგ მწარმოებელი სხვადასხვა ფორმისა და ფაქტურის რამდენიმე სხვა მოდელის გამოშვებასაც გეგმავს. 2030 წლისთვის კი კომპანიას სურს, რომ ყველა მოდელი ელექტრონული აგრეგატის ქონდეს.
2026 წლისთვის ბრენდი არსებული მოდელების ელექტრონულ აგრეგატზე გადაყვანას გეგმავს და Bentley–ს ასორტიმენტი მხოლოდ „მწვანე“ ავტომობილების და ჰიბრიდების ნაზავი იქნება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Bentley–ს „ელემენტიანი“ ოჯახი ელექტრონულ პლატფორმა PPE–ზე აიგება, ეს სწორედ ის პლატფორმაა რომელითაც „აუდი“ თავის ინოვაციურ ელექტრომობილს ქმნის.
რაც შეეხება Bentley–ს ელ–მობილს, ის სედანის ფორმის ძარას მიიღებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კომპაქტური ელემენტით იქნება დაკომპლექტებული.
ზოგადად მწარმოებლის ყველა ახალი მოდელი საკმაოდ კომპაქტური იქნება და ბრენდი დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების აგებას არ აპირებს.