კომპანია Ferrari–მ დააპატენტა სქემა სპორტული ავტომობილის, რომელსაც 4 ელექტროძრავი ექნება და თითო ძრავი თითო საბურავზე იქნება გათვლილი. დოკუმენტი 2020 წლის 22 იანვრით თარიღდება და ქსელში ის რამდნეიმე დღის წინ გავრცელდა.
ოთხი დამოუკიდებელი ელექტროძრავის მქონე Ferrari–ს კონცეფცია და ინდივიდუალური გადამცემები საბურავებს ბევრად უფრო ეფექტური მანევრირების საშუალებას მისცემს. ეს სწორედ ის არქიტექტურაა, რომელიც ელექტრონულ 1217 ძალის ჰიპერქარი Drake GTE–ს შემთხვევაში გამოიყენეს.
როგორც ბრენდის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, პირველი სრულად ეკოლოგიური Ferrari ბაზარზე 2025 წლამდე უფრო ადრე ვერ გამოვა, ამიტომ როდის იქნება ელექტროქარის პრემიერა უცნობია.