LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება განახლებული პიკაპი Nissan Navara

121
nisannavara2010

პაპარაცებმა განახლებული პიკაპის Nissan NAvara–ს გადაღება შეძლეს. მოდელს ვიზუალური ელემენტები შეეცვალა და ასევე ზოგიერთ ბაზარზე ის თანამედროვე 2,3 ლიტრის დიზელის ძრავითაც წარსდგება. განახლებული მოდელის პრემიერა წლის ბოლომდე შედგება.

პიკაპი Navara–ს გადაღება აზიაში მოხერხდა და როგორც კადრებიდან ჩანს, ავტომობილი ახალ ბამპერს და საბარგულის განსხვავებულ დიზაინს მიიღებს. ასევე, გაიზრდება რადიატორის ბადის ზომა, კაპოტზე კი ბრენდის ნიშანი გაჩნდება.

რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, Nissan–მა გადაწყვიტა, რომ მოდელის შიგთავსი ბაზარზე დაყრდნობით შეცვალოს. მაგალითად, აშშ–ში სადაც პიკაპს თაობა ჯერ კიდევ არ შეუცვლია, სიახლე განსხვავებული ინტერიერით, 3,8 ლიტრის მოცულობის ბენზინის V6 ძრავით და 9–სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით წარსდგება.

რაც შეეხება აზიურ რეგიონს, აქცენტს 190–ძალის 2,3 ლიტრის ბიტურბო–დიზელზე გააკეთებენ. ახალი აგრეგატი 2,5 ლიტრის მოცულობის დიზელის ძრავს ჩაანაცვლებს და 7–სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g