LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება მომავლის A-Class

79

კომპანია Mercedes-Benz-მა შანხაის მოტორშოუზე პროტოტიპი, სახელწოდებით Concept A Sedan შემოგვთავაზა, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორი იქნება გერმანული მარკის მომავლის კომპაქტური მოდელები, მათ შორის მომდევნო თაობის ოთხკარიანი A-Class.

პროტოტიპის გაბარიტული სიგრძე 4569 მილიმეტრია, სიგანე 1869 მილიმეტრი, სიმაღლე კი 1463 მილიმეტრი. მომავალ კომპაქტური ”მერსედესებს” უფრო დაკუნთული კაპოტი და მსხვილი რადიატორის ჩარჩო ექნებათ.

ჯერჯერობით ეს მხოლოდ შოუქარია და ავტომობილის ტექნიკურ მხარეზე მონაცემები არ ვრცელდება.

მომავალი A-Class MFA-ის სამოდელო პლატფორმაზე აიწყობა და Audi A3-სა და BMW 1-Series-ს ოთხკარიანი მოდელების კონკურენტი იქნება.

სერიული A-Class 2018 წელს უნდა გამოჩნდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები