LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება ტრამვაი და ბორნები პანდემიის შემდეგ

133
6

ჰონგ-კონგის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა. უამრავი მოგზაურის სიაშია ამ ქვეყნის ტრამვაითა და ბორნით სარგებლობა.

პანდემიამდე პერიოდში, ამ ტრანსპორტს საშუალოდ თვეში 12.9 მილიონი მგზავრი იყენებდა, რის გამოც ტრამვაიც და ბორნებიც საკმაოდ გადაჭედილი იყო.

კოვიდ 19-ით შეშფოთებით შთაგონებულმა ჰონგ-კონგელმა დიზაინერებმა შექმნეს მოდელები, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს საზოგდოებრივი ტრანსპორტი, პანდემიის შემდეგ.

“როგორც წესი, კარგი დიზაინი შეზღუდვებიდან მოდის. ასე რომ, ეს პერიოდი ნამდვილად კარგი იყო დიზაინისთვის – ბიზნესისთვის არა, თუმცა წარმოსახვისთვის ნამდვილად სასარგებლო აღმოჩნდა.

პანდემიის დროს და შემდეგ, ვფიქრობ დიზაინერები ბევრ ახალ, განსხვავებულ გზას იპოვიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის, საჯარო ადგილების მოწყობისთვის,” – ამბობს პონტ დიზაინ სტუდიოს დამფუძნებელი ანდრეა პონტი.

ტრამვაი ჰონგ-კონგში არა მხოლოდ გადასაადგილებელი საშუალება, არამედ ტურისტული მარშრუტიცაა.

ამ მოდელებს უკვე ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს, მხოლოდ რამდენიმე შენიშვნით. რაც არ უნდა შეიცვალოს პონტი აპირებს, რომ შეინარჩუნოს ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლები, როგორიცაა გრძელი, მართკუთხა ფორმა, ხის იატაკი და დიდი ფანჯრები.

“ტრამვაის ზედა სართულზე პანორამული შუშის ჩასმით, კვლავ ვნარჩუნებთ კავშირს გარესამყაროსთან” – ამბობს ანდრეა პონტი.

ბორნებში კი თითოეული მგზავრის ადგილის 360 გრადუსიანი განლაგებით, მინიმალურამდე დადის იმის საჭიროება რომ იქ მყოფებს ერთმანეთთან შეხება ჰქონდეთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g