LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იყო მამუკა ჩარკვიანის ბოლო დღეები: „მამუკას ენერგეტიკის გარეშე ყოფნა ძალიან ძნელია. ეტლში იჯდა, მაგრამ თავს ერეოდა და მაინც მღეროდა…“

321
თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი ჟურნალ „სარკის“ ინტერვიუში საუბრობს იმის შესახებ, როგორი იყო მისი ძმის, მამუკა ჩარკვიანის ბოლო დღეები და როგორ გრძნობს თავს მას შემდეგ, რაც ძმა აღარ ჰყავს:

„ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ცარიელი დავდივარ მეც და ოჯახის ყველა წევრიც. მამუკას ენერგეტიკის გარეშე ყოფნა ძალიან ძნელია. ეტლში იჯდა, მაგრამ თავს ერეოდა და მაინც მღეროდა, რადგან ეს მისთვის ორგანული იყო, ვერ ძლებდა მუსიკის გარეშე. რომ გაუმწვავდებოდა ტრემორი, ხელის პარკინსონული კანკალი, საშინლად განიცდიდა. მუსიკოსს, კომპოზიტორს ამაზე მეტი საშინელი რა უნდა დაგემართოს?!

რას ამბობდა, როგორ აღიქვამდა ამ მწარე რეალობას?

ჩუმად იყო და ეს სიჩუმე ისეთი იყო, მოგკლავდა. ეს სიჩუმე რომ მახსენდება, ვნადგურდები. ყველა დღე ასეთი არ იყო, მაგრამ ძირითადად, ასე იყო. ჩემთვის მხოლოდ ძმა არა, ნამდვილად ჩემი სისხლი და ხორცი იყო და ჩემი დიდი მეგობარი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g