LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი კოლჰოტი ჩავიცვათ ზამთარში: ფერები, პრინტი, შეხამება

669

კოლჰოტი გარდერობის ის ნაწილია, რომელიც ასევე იქცვეს საზოგადოების ყურადღებას. მით უმეტეს, თუ ის ანსამბლთან კომბინაციაშია შერჩეული. მოდით ვნახოთ, როგორია წლის ყველაზე მოდური კოლჰოტები.

გამჭვირვალე და მბზინავი – რაც შეეხება ე.წ კაპრონის ხელოვნურ კოლჰოტებს, ისინი დიდი ხანია ჩაბარდა წარსულს, თუმცა მათ ყოველდღიურად  კვლავ ხშირად ვხვდებით. ესაა ერთი შეხედვით უპრეტენზიო კოლჰოტი, თუმცა სინამდვილეში მისი შერჩევა საკმაოდ საფრთხილოა, განსაკუთრებით კი საოფისე დრეს-კოდთან ერთად. ამ კოლჰოტმა უფრო ტონალის ფუნქცია უნდა შეასრულოს და არა დეკორის. თუ ის თქვენი საყვარელი სტილია,  აქცენტი გააკეთეთ ისეთ ფერზე, რომელიც კანის ფერთანაა შეხამებული.

შავი ფერი – წელს ის ნამდვილი ჰიტია, თანაც გადაწყვეტილი გოთიკურ სტილში. მათი უპირატესობა ისაა, რომ, ფეხს უკეთ აჩენს და თითქმის ყველა სტილი სამოსს უხდება. აქვე მნიშვნელოვანია, რომ შავი ფერის კოლგოტი არ შეუხამოთ ღია ფერის ფეხსაცმელს, რაც საკმაოდ უგემოვნო ტონად ითვლება.

ფერადი კოლჰოტი – დიზაინერები ბოლო დროს სულ უფრო მეტ ექსპერიმენტს გვთავაზობენ ამ თემაზე. დღეს წარმოდგენილ მოდელებს შორის ჭარბობს ლურჯი, იასამნისფერი, წითელი და ბორდოსფერი კოლჰოტები.

კოლჰოტები პრინტით – ესაა საკმაოდ პრეტენზიული მოდელი, რომელმაც შეიძლება მთლიანად გააფუჭოს დღის სამოსი, ან ფეხის მოყვანილობა. აქ მნიშვნელოვანია პრინტი შეაფასოთ არა იმის მიხედვით, რამდენად უხდება ის მანეკენს მაღაზიაში, არამედ იმის მიხედვით, როგორ აჩენს ის თქვენს ფეხს.

სქელი ფაქტურის კოლჰოტები –ეს მოდელი ალბათ ჩამოთვლილს შორის ყველაზე უპრეტენზიოა და ზამთრის ცივ ამინდებში ძალიან პრაქტიკულია

1

2

2

3

4

5

unnamed

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g