გადაცემას ”ავტოსერვისი” ძრავების სპეციალისტი შალვა კაპანაძე ესტუმრა.
– რა ტიპის ძრავები არსებობს და რა განსხვავებებია მათ შორის?
– ძრავების სხვადასხვა ტიპები არსებობს. არის ე.წ. ”ორ რასპრედვალიანი” DOHC სისტემა, რომელსაც ”დოჩის მატორს” ეძახიან. მას ზემოდან ორი ცალი გამანაწილებელი ”ლივი” აქვს. ზოგადად ძრავები არის რამდენი ტიპის – კბილანებიანი ძრავი, სადაც გადაცემა ხდება კბილანებით, მეორე ტიპია – ჯაჭვიანი ძრავი, და მესამეა – კბილან-ღვედიანი გადამცემი.
– საინტერესოა, რა განსხვავებაა ამ ძრავებს შორის?
– რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს განსხვავებული რესურსი აქვთ. მაგალითად, კბილანებიანი ძრავი ყველაზე დიდ რესურსიანია. შესაბამისად, მას მეტი ხმაური, კაკუნი და წონა ახასიათებს. დაბალი ბრუნია და მას როგორც წესი, დიზელებზე უფრო ხშირად აყენებენ. რაც შეეხება კბილანებს, მათ უფრო ბენზინის ძრავებზე აყენებენ.
– როგორია ძრავები გხვდება საქართველოში უფრო მეტად?
– საქართველოში თანამედროვე მანქანები უფრო და უფრო ხშირად ჯაჭვზე გადადიან. მანამდე ღვედის ტენდენცია გვქონდა, რაც ბოლო დროს შეიცვალა და თან საკმაოდ მასშტაბურად. მათ ვინც უკვე გადავიდა ჯაჭვზე ან ამას მომავალში აპირებს, აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჯაჭვი არის ძალიან წვრილი და მას ხშირად შეცვლა სჭირდება, რაც შესაძლოა, არც თუ კომფორტული იყოს.
აუდიო ჩანაწერი