LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი უნდა იყოს თბილისის თავი – გოგა ჩანადირის ათ პუნქტიანი მოთხოვნა

136

ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი თბილისის მერობის იდეალური კანდიდატისთვის ათ პუნქტს აქვეყნებს.

მისი თქმით, პარტიულობის მიუხედავად მას მისცემს ხმას, ვინც ამ პირობებს დააკმაყოფილებს. ჩანადირი ფეისბუქზე წერს, რომ ის ნელ-ნელა ყველა კანდიდატის პროგრამას ეცნობა.

“ჩემი აზრით, როგორი უნდა იყოს თბილისის თავი?

  1. უყვარდეს თბილისი
  2. იყოს პატიოსანი
  3. დაიცვას ურბანული სახე და ხელი შეუწყოს ქალაქის გონივრულ განვითარება-განაშენიანებას
  4. თბილისი გახადოს ქვეითებისთვის კომფორტული ქალაქი, ასევე, შექმნას თანაბარი გარემო ყველა ტიპის შშმ პირისთვის
  5. ააშენოს ავტოსადგომები
  6. შექმნას მეტი სიმწვანე და ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემო
  7. გააუმჯობესოს საზტრანსპორტის პარკი და სამარშრუტო სისტემა
  8. შექმნას ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების სისტემა
  9. იზრუნოს ქალაქის საერთაშორისო ავტორიტეტის გაზრდაზე
  10. კატეგორიული იყოს სახელმწიფო ენის დაცვის საკითხში გარეაბრებთან დაკავშირებით

პარტიულობის მიუხედავად, ხმას მივცემ იმ კანდიდატს, რომელიც დამარწმუნებს, რომ აღნიშნულ პირობებზე იზრუნებს და ამ წესით იცხოვრებს.

ნელ-ნელა ვეცნობი ყველა კანდიდატის პროგრამას. გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვნად დამეხმარება”, – წერს ჩანადირი.

magti 5g